მედიის განვითარების ფონდმა, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან თანამშრომლობით, ხარაგაულში უფროსკლასელებთან მედიაწიგნიერების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.
მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა და ფონდის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ყალბი და ნამდვილი ამბის, ფოტოსა და ვიდეოს ერთმანეთისგან გარჩევის პრაქტიკული მაგალითები გააცნეს.
ახალგაზრდები ინფორმაციის წყაროების კრიტიკული ანალიზის, ვიზუალური მანიპულაციის ამოცნობისა და გადამოწმების, ყალბი ანგარიშების გამოვლენის პრაქტიკულ სავარჯიშოებში ჩაერთნენ.
ბოლოს კი, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გეოლოკაციის ინსტრუმენტების მეშვეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმოგზაურეს.
„პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს მედიაწიგნიერების უნარები განუვითაროს, – ამბობს თამარ კინწურაშვილი, – თანამედროვე მედიასისტემაში, სადაც ტყუილი და მართალი ერთმანეთშია არეული, მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, სანდო და ხარისხიანი ინფორმაცია გვქონდეს, მეორეს მხრივ კი, ჩვენგან გაზიარებული ინფორმაციებით სხვაც არ შევიყვანოთ შეცდომაში.
მედიაწიგნიერება კიბერუსაფრთხოებასაც უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ფლობდნენ ყალბი და ნამდვილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევის უნარს.
პირველ რიგში, აუცილებელია, ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროს კრიტიკული ანალიზი. შეიძლება თავად საინფორმაციო წყარო იყოს გაყალბებული. ამიტომ მნიშვნელოვანია გადამოწმება.
ხშირად დეზინფორმაცია გრძნობებით მანიპულირებს და ამ დროს რაციონალური განსჯა ცოტა რთულია. ემოციებს არ უნდა ავყვეთ და უნდა გადავამოწმოთ ფოტო, ვიდეო, რადგან ის, რაც რეალური გვგონია, შესაძლოა, გამოგონილი და გაყალბებული იყოს.
მედიაწიგნიერების უნარები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 21-ე საუკუნეში და სკოლებშიც ინერგება ამ უნარების სწავლება. მედიის განვითარების ფონდი კი, არაფორმალური განათლების გზით, ხელს ვუწყობთ, რომ საზოგადოება იყოს უფრო მედეგი და ნაკლებმოწყვლადი.
ახალგაზრდები, რომლებმაც დღეს ყალბი და ნამდვილი ამბის, ფოტოსა და ვიდეოს ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლეს, ამ ცოდნას თავადაც გაავრცელებენ“.
„ძალიან საინტერესო აქტივობებში ჩავერთეთ, – ამბობს ტრენინგის მონაწილე ანა ორთოიძე, – მომავალში ყურადღებით დავაკვირდები და აუცილებლად გადავამოწმებ ინფორმაცია ნამდვილია თუ ყალბი. სოციალური ქსელებით ბევრი ამბავი ვრცელდება. ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, დეზინფორმაცია რომ არ გავაზიაროთ“.
პროექტი – „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ (ConMeCo), ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.
იხილეთ ფოტოები სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე
მედიაწიგნიერება ინფორმაციის ოკეანეში პროპაგანდისგან თავდაცვაში გვეხმარება – დავით ლიკლიკაძე
დამოუკიდებელი და ეთიკური მედიის როლი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ხიდრის სკოლა „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის“ კონკურსის საუკეთესო ათეულშია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი