ბორითის საჯარო სკოლა, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „მედიაწიგნიერება – თანამედროვეობის გამოწვევა“.
პროექტის ერთ-ერთი აქტივობა დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების საქმიანობის გაცნობაა. ამ მიზნით ბორითის საჯარო სკოლის უფროსკლასელები, სამოქალაქო განათლების პედაგოგ რაგული კალანდაძესთან ერთად, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას ესტუმრენ.
„ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ლაურა გოგოლაძე ახალგაზრდებს დამოუკიდებელი მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
რა სირთულეები ახლავს ინფორმაციის მომზადებას, როგორ გავარჩიოთ ყალბი და ნამდვილი ამბები ერთმანეთისგან, როგორ იცავენ ჟურნალისტები ეთიკურ ნორმებს, რამდენად ვენდოთ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, – ბორითის სკოლის უფროსკლასელები ამ საკითხებით დაინტერესდნენ.
„დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ ფუნქციონირების პროცესში რამდენიმე გამოწვევაა, – ამბობს ლაურა გოგოლაძე, – ადგილობრივ ბიზნესს (რეკლამის პოტენციურ მომწოდებელს) უჭირს; ვერც „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველების/ხელმომწერლების უმრავლესობაა ფინანსურად გამართული; რეგიონებში (მათ შორის ხარაგაულში) კვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტების (მათ შორის ჟურნალისტების) მოძიება/მოწვევა ჭირს.
სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან უნდა განვასხვავოთ და ნებისმიერი მასალა უპირობოდ არ გადავაზიაროთ.
ყველა ინფორმაციას ძალიან კრიტიკულად მიუდექით. ჯერ დააკვირდით, რამდენად სანდო მედიასაშუალება აქვეყნებს; გადაამოწმეთ გვერდისა და ავტორის ნამდვილობა; მაგალითად, რადიოთავისუფლება, ნეტგაზეთი, ბათუმელები, პუბლიკა – ყოველთვის რამდენიმე წყაროსთან გადამოწმებულ ინფორმაციებს აქვეყნებენ.
თუმცა, შეცდომისა და ხარვეზისგან დაზღვეული არავინაა. ეთიკური ჟურნალისტები უნებლიე შეცდომას ეთიკის ქარტიით დადგენილი ნორმის შესაბამისად ვასწორებთ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დაფუძნების პროცესში „ჩემი ხარაგაული“ აქტიურად მონაწილეობდა. 2008-2009 წლებში 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულში, დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებმა მკითხველებთან შეხვედრებით ეთიკური პრინციპები შევიმუშავეთ. ამ 11 ეთიკური პრინციპის დაცვა ნებისმიერი ინფორმაციის მომზადების დროს აუცილებელია“.
ბორითის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ელენე გორგაძე მიიჩნევს, რომ მედიის როლი საზოგადოების არა მარტო ინფორმირების, არამედ მისი განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესია. „ძალიან საინტერესო იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ დაარსების ისტორია რომ მოვისმინეთ, – ამბობს ელენე, – მედიაწიგნიერებისა და ეთიკური ჟურნალისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის მრავალმხრივ განმავითარებელია“.
ამავე თემაზე
მედიაწიგნიერება ინფორმაციის ოკეანეში პროპაგანდისგან თავდაცვაში გვეხმარება – დავით ლიკლიკაძე
ტაბუირებულ თემებზე ღიად მსჯელობა მომავალში პრობლემებს აგვაშორებს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი