

მედიის განვითარების ფონდში (MDF) დღეს, 14 დეკემბერს, კონკურსის, „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“ დაჯილდოება გაიმართა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლის გუნდი ამ კონკურსის საუკეთესო ათეულშია.
კონკურსის ფარგლებში, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა წარადგინეს ორიგინალური საპროექტო იდეები, რომელთა მიზანი მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების საკითხის პოპულარიზაციაა.
ხიდრის სკოლის გუნდის მასწავლებელი მზეო ბერაძე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში კითხვარების ბანკი შექმნეს.
„ეს კითხვარები მედიაწიგნიერებას ეხებოდა, – ამბობს მზეო ბერაძე, – იმას, თუ როგორ ამოვიცნოთ ყალბი ინფორმაცია, როგორ დაეხმარონ მოსწავლეები ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაში თანატოლებსა და საერთოდ, საზოგადოებას.
ამ კონკურსში ქვეყნის მასშტაბით 60 სკოლა მონაწილეობდა. ჩვენ ფინალში გადავედით და საუკეთესო ათეულში მოვხვდით. ეს ჩვენთვის დიდი წარმატება და სტიმულია“.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!