დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაული“, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით, ახორციელებს მედიაპროექტს „გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქება ზემო იმერეთში“.
საქართველოში და განსაკუთრებით რეგიონებში, მოსახლეობას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია, ცოდნა და გამოცდილება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესარბილებლად, რისკების მიმართ მდგრადობის გასაზრდელად, შეცვლილ კლიმატურ პირობებთან ადაპტაციისთვის და გარემოს დაცვაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
მოქალაქეებისა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა ნაკლებად ინფორმირებულობას, გარკვეულწილად, განაპირობებს კვალიფიციური მედიაგაშუქების არასაკმარისობა, გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების მიმართულებით.
კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება მდგრადი განვითარების #13 მიზანია.
საქართველომ, გაეროს სხვა წევრ ყველა ქვეყანასთან ერთად, 2015 წელს დაისახა მიზნად, რომ 2030 წლამდე მივაღწიოთ მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.
ამ ახალი მედიაპროექტით ვაპირებთ, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანებისა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის მოვამზადოთ კვალიფიციური, მრავალფეროვანი მედიაკონტენტი და აქტიური, პერმანენტული გაშუქებით ხელი შევუწყოთ გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების წარმოჩენას, კონკრეტული გადაუდებელი ქმედებების განსახორციელებლად.
გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქება „ჩემი ხარაგაულის“ გუნდისთვის, ფაქტობრივად, ახალი მიმართულებაა. ამ დრომდე, ამ თემებს ფრაგმენტულად ვაშუქებდით.
ამის მიუხედავად, ჩვენი გუნდის საერთო გამოცდილება, მოტივაცია, მაღალი პასუხისმგებლობა, ჟურნალისტთა პროფესიონალიზმი, შესაბამის ექსპერტებთან თანამშრომლობა და რაც უმთავრესია – თავად თემატიკის აქტუალობა ამ პროექტის მაღალ დონეზე განხორციელების პირობებსა და შესაძლებლობებს შეგვიქმნის.
სტატია მომზადებულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის – „გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) საქართველოში.
აღნიშნულ მასალაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლებელია, არ ასახავდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მოსაზრებებს.
ამავე თემაზე
რა გვიჩვენა გარემოსა და კლიმატის საკითხებზე კვლევამ
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება უწყვეტი პროცესია – ეკატერინე ბენდელიანი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის
მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს
იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024
დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის