საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა 2024 წლის ბიუჯეტში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების 157 პირველკლასელისთვის უფასო კვების დანერგვის შესახებ მუნიციპალიტეტის მერს შემდეგი წერილით მიმართა:
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოში პირველად, შეიმუშავა პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. იგი დამტკიცებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2023 წლის 22 იანვარს და დღემდე წარმატებით ხორციელდება.
ამ პროგრამის თანახმად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა პირველკლასელი დღეისათვის იღებს ყოველდღიურ ოთხლარიან დაფინანსებას.
მათ დაურიგდათ „თიბისი ბანკის“ სპეციალური ბარათები და ფულადი სახსრების გამოყენება შეუძლიათ სკოლებში არსებულ სასადილოებში. სასადილოს არქონის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ საბანკო ბარათი გამოიყენონ მარკეტებში.
აღსანიშნავია, რომ ბანკომატის მეშვეობით თანხის განაღდება და ონლაინ-გადახდები შეზღუდულია. თვის განმავლობაში დარჩენილი თანხის ნაშთის გატანა შეუძლია მოსწავლის მშობელს ბანკის ფილიალიდან.
აღსანიშნავია, რომ „თიბისი ბანკმა“ სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნა საბანკო პროდუქტი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ემსახურება სრულიად უფასოდ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგების თანახმად, ბავშვების 35% სკოლაში არასდროს იკვებება, ხოლო დანარჩენი 65% განიცდის ნაწილობრივ შიმშილს.
ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ანალოგიური პროგრამა და აისახოს 2024 წლის ბიუჯეტში.
გთხოვთ, შეიმუშაოთ ზემოთ აღნიშნული პროგრამა ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, წარადგინოთ საკრებულოში და უზრუნველყოთ შესაბამისი თანხის მოძიება და გათვალისწინება 2024 წლის ბიუჯეტში“, – აღნიშნულია საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხარაგაულის მერისთვის წარდგენილ წერილში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიუს მერიას სასკოლო კვების დაფინანსების მოთხოვნით ასევე მიმართა საკრებულოს ფრაქციამ „ხარაგაულისთვის“ (ამ ფრაქციის თავმჯდომარეა ირმა ვეფხვაძე, მოადგილე ომარ გაგოშიძე, წევრი კოტე ბერაძე).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით გამოთქმულ ამ და სხვა წინადადებებზე მერიამ პასუხი დეპუტატებს 10 დეკემბრისთვის უნდა აცნობოს.
ამავე თემაზე
უფასო სასკოლო კვება ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 198 მილიონი ლარი დაუჯდება
ასევე გადაინტერესებთ
როგორ ეხმარება ხარაგაულის თვითმმართველობა ძალადობაგამოვლილ პირებს
2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, ხარჯები შემოსავლებზე მეტია
2024 წლიდან სამხედრო აღრიცხვის მუნიციპალური სამსახური თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი