ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ძალადობაგამოვლილ პირებს ბინის ქირას უხდის.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ პროგრამით სარგებლობა ასეთი მოქალაქეებისთვის პრობლემაა. ამ საკითხზე ხარაგაულის საკრებულოში 20204 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისას ხარაგაულში მცხოვრებმა ქეთევან შარიქაძემ ისაუბრა.
„საქმე იმაშია, რომ ქალები მეუღლეების, ან მშობლების ოჯახების თანამესაკუთრეებად ითვლებიან, – ამბობს ქეთევან შარიქაძე, – ადგილობრივი ბუჯეტიდან ქირას კი იმ შემთხვევაში დაუფარავენ, თუ მათ სახელზე არავითარი ქონება არ ირიცხება. თანაზიარ ქონებაზე რომ უარი თქვან, ეს მომსახურება საჯარო რეესტრში ფასიანია და 150 ლარი ღირს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ძალადობაგამოვლილი პირებზე ბინის ქირისთვის ყოველთვიურად 200 ლარია განსზღვრული, თუმცა, 2023 წელს ამ პროგრამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არც ერთ პირს არ უსარგებლია.
„ძალადობის მსხვერპლი პირი, რომელიც ბინის ქირას საჭიროებდა, მხოლოდ ერთი გვყავდა, – ამბობს ნანა კიკნაძე, – მას ბინის ქირას 2019-2022 წლებში ვუხდიდით. შემდეგ მას ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მოეხსნა და ამიტომ ქირით აღარ ვაკმაყოფილებთ. თუმცა, ის მხარდაჭერას მაინც საჭიროებს და სხვა სოციალური პროგრამებით ვეხმარებით.
ძალადობაგამოვლილ პირებს რაც შეეხება, ჩვენ მათ ქონების ფლობასთან დაკავშირებით არავითარ საბუთს არ ვთხოვთ. მხოლოდ უსახლკარო პირად რეგისტრაციის შემთხვევაში ვითხოვთ, რომ მოქალაქის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხებოდეს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი პირების ბინის ქირის დაფინანსების საკითხი სოციალურ პროგრამებში ცვლილებებს საჭიროებს. ამ საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს ხანში აუცილებლად იმსჯელებს.
ამავე თემაზე
2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, ხარჯები შემოსავლებზე მეტია
ხარაგაულის საკრებულოს წევრები ადგილობრივი ბიუჯეტიდან სასკოლო კვების დაფინანსებას მოითხოვენ
2024 წლიდან სამხედრო აღრიცხვის მუნიციპალური სამსახური თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი