

წყალაფორეთში სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ამ სკოლის დირექტორის, ნათია დვალისგან, მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორია ნარჩენებისგან იწმინდება.
„სამუშაოებს ი/მ „ზურაბ კიკნაძე“ ასრულებს, რომელმაც სკოლის ტერიტორიის გაწმენდა და მშენებლობისთვის მომზადება 15 მაისამდე უნდა დაასრულოს.
ყოველწუთიერად ვუკავშირდები განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებს. სკოლის მშენებლობისთვის დოკუმენტაცია მზადაა და ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ“, – ამბობს ნათია დვალი.
ამავე თემაზე
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უკვე მეოთხე წელია,
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნიდერლანდებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში
დღეს, 10 სექტემბერს, ხარაგაულში პროექტის