
წყალაფორეთის სკოლის შენობის რეაბილიტაციას, 2020 წლის ოქტომბრიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთი“ ახორციელებდა. რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ ეს შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარება. ამას სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროც ადასტურებს.
წყალაფორეთის სკოლის მოსწავლეები გასულ სასწავლო წელს ვარძიის სკოლის შენობაში სწავლობდნენ; ხოლო წელს სასწავლო პროცესი თეთრაწყაროს სკოლის კორპუსში მიმდინარეობს. როდის აშენდება წყალაფორეთში ახალი სკოლა, – ამ შეკითხვით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მივმართეთ.
„წყალაფორეთის სკოლის მშენებლობის დაწყება ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2022 წლის გეგმითაა გათვალისწინებული, – გვიპასუხეს სააგენტოდან, – ამ ეტაპზე სკოლის მშენებლობისთვის საჭირო წინასაპროექტო კვლევით სამუშაოებს ვაწარმოებთ. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდება“.
ფოტოზე – წყალაფორეთის სკოლის ყოფილი შენობა
მარელისის სკოლა პირველია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ
სოფელი ცოცხალია, როცა დილა, მამლის ყივილის შემდეგ,
თამაში „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ ივნისში აჭარიდან დაიწყო
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023 დასრულდა. რიგით მესამე