მესამე თვეა, რიკოთის ავტობანის რამდენიმე მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუნევისა და ბორითის თემების სოფლების მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვეტილია.
ამის გამო ძირულას ხეობის მოსახლეობა უბისა-გედსამანია-ხევის მონაკვეთზე მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშნვას ითხოვს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის ტენდერი 9 მარტს გამოაცხადა.
„ალტერნატიული საავტომობილო გზის გაკეთებამდე საქასრიის, ხუნევის, ვერტყვილის, ვერტყვიჭალის და გედსამანიის მაცხოვრებლები მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლებენ“, – ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან გავრცელებულ ინფორმაციაში.
სად და როდის დაიწყება ალტერნატიული გზის მშენებლობა, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს დავუკავშირდით.
„ეს ალტერნატიული გზა ნადაბურის გადასახვევიდან ვერტყვიჭალაში რესტორან „მარნამდე“ აშენდება, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – გზა მდინარის კაპალოტს გამოჰყვება. ამ გზის დაპროექტება, ტექნიკური საკითხების შესწავლა და შემდგომ მშენებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვალდებულებაა. ეს საკითხი ამ დეპარტამენტის პასუხისმგებელ პირებთან და ხუნევის მოსახლეობასთან ერთად განვიხილეთ.
ეს ახალი, ავტობანის ალტერნატიული გზა, ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, ავტობანზე მათთვის ხელსაყრელი ადგილიდან მოხვდნენ.
კონკრეტულად როდიდან იგეგმება ამ გზის მშენებლობა, ვერ გეტყვით. თუმცა, ვიცი, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ამჟამად ტექნიკურ პარამეტრებს სწავლობენ. საკმაოდ რთული სამუშაოები იქნება განსახორციელებელი“.
რა ეტაპზეა რიკოთის ავტობანის ალტერნატიული საავტომობილო გზის მშენებლობა, – ამ საკითხზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ტელეფონით დავუკავშირდით. სამსახურის უფროსმა თამარ ჯაფარიძემ გვითხრა, რომ ამ საკითხზე პასუხს მოიძიებს და გვაცნობებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი