

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
ამ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, პატივს მიაგებს ნორვეგიის გარდაცვლილი მონარქის ხსოვნას.
მეფე ჰარალდ V ნორვეგიის სამეფოს 35 წლის განმავლობაში, 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი თანამედროვე ნორვეგიის ისტორიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარდაქმნების ეპოქას უკავშირდება.
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
ხარაგაულისადმი განსაკუთრებულად თბილი და ემოციური დამოკიდებულება