
ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის დღეს, 9 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 14 700 ლარზე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტი გედსამანიიდან ხუნევის გავლით სოფელ ხევამდე და ხევიდან ახალი ავტობანის გავლით ვერტყვიჭალამდე; შემდეგ – ვერტყვილის, საქასრიის, ბორითისა და მაქათუბნის გავლით – უბისამდე და უკან სოფელ გედსამანიამდე იმოძრავებს.
მიკროავტობუსი მგზავრებს მოემსახურება კვირაში ხუთი დღე, – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით და დღეში შეასრულებს ორ სვლაგეზს:
ტენდერში წინადადებების მიღება 15 მარტს დაიწყება და 17 მარტს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის ავტობანის გარკვეული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის გამო ძირულას ხეობის მოსახლება, პრაქტიკულად, ტრანსპორტირებაზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩა და ამის გამო მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვდა.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ