

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში საიას მიერ წარმოებულ ე.წ. FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
ამ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
კომისარი მიიჩნევს, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ნაწილს წარმოადგენს და უარყოფით გავლენას ახდენს მედია საშუალებებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე მუშაობენ.
მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ კანონი ქმნის ადმინისტრაციული კონტროლის რეჟიმს.
კომისარი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და ფუნქციონირების ეფექტიანი ხელშეწყობა. კომისარი მოუწოდებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორისთვის თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო.
ვრცლად იხილეთ ბმულზე.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო