ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დღეს, 28 თებერვალს, ლიტერატურულ კონკურსზე – „ოდეონი 2022“ შექმნილი ნაწარმოებების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
„ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ 2006 წლიდან ყოველწლიურად იმართებოდა და მასში, წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საქართველოში ცნობილი მწერლები მონაწილეობდნენ, – აღნიშნა ღონისძიებაზე რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ, – წელს „ოდეონი“ სოფელ თეთრაწყაროში გაიმართა და მასში 19 მონაწილე ჩაერთო. გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა.
გამარჯვებულები გასული წლის ოქტომბერში დაჯილდოვდნენ.
წიგნის – „ოდეონი 2022“ ხარაგაულელი ქველმოქმედისა და მწერლის ფრიდონ მაღრაძის დაფინანსებით გამოიცა. წიგნში შესულია ფრიდონ მაღრაძის ნაწარმოები, რომელიც კონკურსის წლევანდელი თემის „საზღვარი“ გავლენით ცოტა მოგვიანებით შეიქმნა“.
წიგნი „ოდეონი 2022“ დამსწრე საზოგადოებასა და კონკურსის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ.
„ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ არის ბიძგი იმისთვის, რომ ჩვენი ძალები მოვსინჯოთ ლიტერატურაში“, – აღნიშნა წიგნის პრეზენტაციაზე ფრიდონ მაღრაძემ, – ძალიან კარგია, ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომ ვეჭიდებით, მაგრამ ხანდახან აუცილებელია კრიტიკაც. იქნებ რომელიმე ახალგაზრდამ ან ასაკოვანმა მწერალმა კრიტიკაც მოსინჯოს, რაც ასე აკლია დღევანდელ ლიტერატურას და რაც ძალიან აძლიერებს მას.
ამ კონკურსის ფარგლებში წელს შექმნილ ყველა ნაწარმოებს გავეცანი. ერთადერთი შენიშნვა რაც მაქვს ისაა, რომ დადებითი გმირი თავს არ უნდა იკლავდეს. იმედია, არ მიწყენთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ არ ივიწყებთ ლიტერატურას“.
„ოდეონი“ ჩემთვის ძალიან დიდი სიყვარულია, – ამბობს მარელისის საჯარო სკოლის მასწავლებელი და „ოდეონი 2022“-ის გამარჯვებული ირინა კუპატაძე, – თითოეული თქვენგანი ხართ ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა. მადლობა ბატონ ფრიდონს, ქალბატონ იზას. კონკურსის დღე არასოდეს დამავიწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ხარაგაულში არც ერთი ნათესავი არ მყავს, აქ თავს უცხოდ არასოდეს ვგრძნობ და ეს მარელისის სკოლისა და „ოდეონის“ დამსახურებაა“.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„ოდეონი – 2016“ ფარცხნალში (ვიდეო)
„ოდეონის“ გამარჯვებულები 20 სექტემბრამდე გამოვლინდებიან (ვიდეო)
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი-2014“ ღორეშაში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი