ლიტერატურული კონკურს „ოდეონის“ გამარჯვებულები ჟიურიმ მსჯელობისა და აზრთა შეჯერების შემდეგ დაასახელა.
წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრებად „ოდეონის“ დამფუძნებელმა იზა ვეფხვაძემ ფილოლოგები შეარჩია – იზოლდა ოკრიბელაშვილი, ირმა შველიძე, მარინე ხვედელიძე და მზია აბულაძე. მათთან ერთად ნამუშევრები ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ შეაფასა.
ჟიურის ოთხივე წევრი ამბობს, რომ „ოდეონზე“ შექმნილი ნამუშევრების შეფასებისას ყურადღება გაამახვილეს ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებაზე, იმაზე, თუ რამდენად იყენებდა ავტორი მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებს, რამდენად ჩანდა ახლებური ხედვა და რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობა. მათ საუკეთესო სამეული 19 ნამუშევრიდან უნდა შეერჩიათ.
„ნაწარმოებები ლიტერატურათმცოდნის თვალით წავიკითხე, – ამბობს მზია აბულაძე, – განსაკუთრებული ყურადღება თემის ახლებურ, ორიგინალურ ხედვას მივანიჭე“.
ფილოლოგებისგან განსხვავებით ირინე ჩხეიძემ ყურადღება ემოციებზე გაამახვილა. „ოდეონის“ 27 სექტემბერს ჩატარდა და მისი თემა – საზღვარი – იზამ თითქოს სიმბოლურად შეარჩია, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ადვილად გამოვიცანი ახალგაზრდების ნაწარმოებები, მომეწონა მათი მიდგომები კონფლიქტისა და ომის მიმართ“.
„ვთვლი, რომ მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასე ყველა კონკურსანტის ნამუშევარი, – მიიჩნევს ირმა შველიძე, – ჯერ კრიტერიუმები ჩამოვწერე, რის მიხედვით შევაფასებდი ლექსსა თუ პროზაულ ნამშევრებს. იმედია, ჩემი კოლეგების აზრები ერთმანეთს დაემთხვევა“.
პირველი ადგილი ჟურიმ მიაკუთვნა ვალერი გოგნაძეს;
მეორე ადგილის მფლობელია ირინა კუპატაძე;
მესამე ადგილზე გავიდა შორენა ღამბაშიძე.
კონკურსში გამარჯვებულები მომავალ კვირაში დაჯილდოვდებიან. მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაული“ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეს, ხიდრის სკოლის მოსწავლეს, მარიამ ჩაჩანიძეს, დააჯილდოვებს.
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2022“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ 27 სექტემბერს თეთრაწყაროში გაიმართა.
ფოტოზე: „ოდეონის“ ჟიურის წევრები გადაწყვეტილების მიღებისას
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი