ღორეშის მემორიალურმა მუზეუმმა და მისმა ხელმძღვანელებმა ნინო და პავლე ჯიბუტებმა მესამედ უმასპინძლეს ლიტერატურულ კონკურსს „ოდეონი.“
კონკურსის ორგანიზატორია ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი და მისი ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე.
იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, „ოდეონს“ წელს 36 კონკურსანტი ჰყავს. მისივე თქმით, კონკურსი ფართო და მასშტაბური გამოვიდა.
იზა ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ „ოდეონი – 10“-ის თემა „ზარი,“ თანაბრად საინტერესოა მწერლისა და პოეტისთვის.
იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ლიტერატურული კონკურსის შედეგები 15-დან 20 სექტემბრამდე გახდება ცნობილი და გამოცხადდება მედიაკავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში.
დაწესებულია სამი საპრიზო ადგილი და ფულადი ჯილდოები. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი მიიღებს 500 ლარს, მეორე ადგილზე გასული – 300 ლარს, მესამე ადგილის მფლობელი კი – 200 ლარს.
„გამოვლინდება ხუთი საუკეთესო ნამუშევარი, რომელთა ავტორებს ას-ასი ლარით დააჯილდოებს ღორეშის მემორიალური მუზეუმის ხელმძღვანელი ბატონი პავლე ჯიბუტი,“ – ამბობს იზა ვეფხვაძე და განსაკუთრებულ მადლობას უხდის პავლე ჯიბუტს კონკურსის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.
„ოდეონის“ მხარდამჭერები არიან: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო, კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ღორეშის მემორიალური მუზეუმი, ქართველი ებრაელები – პაატა იოსებაშვილი, მაქს შავიტი, ლილი კრიხელი, შოთა წვენიაშვილი, ლეილა ნოდია, ლიტერატურული ფესტივალი „გარა“, გია კუბლაშვილი, საფრანგეთში მცხოვრები ხარაგაულელი ნინო კიკნაძე, ხარაგაულის ტურიზმის ცენტრი, გადაცემები „ხაზის რადიო“ და „საგანძური,“ მედიაკავშირი „ობიექტივი,“ სასაუზმე „მალხაზი,“ ბაქარ დევდარიანი, ბესიკ სახვაძე, პავლე კიკალიშვილი, ჩოხოსანთა დასი.
კონკურსის მონაწილეები დაასაჩუქრეს ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა, საკრებულოს წევრებმა ვარლამ ჭიპაშვილმა, ლენა აბაშიძემ და თემურ კუპრაძემ, ბორის საჯარო სკოლის დირექტორმა ჰამლეტ ბერაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ, ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა იური მჭედლიძემ, გადაცემა პიკის საათის წამყვანმა ეკა ტალახაძემ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი