

ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ და მხატვართა პლენერი „გამა“ დღეს ფარცხნალში გაიხსნა.
კონკურსის იდეის ავტორი და ორგანიზატორია ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე.
კონკურსის გახნას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისრაელის დელეგაციის წევრები დაესწრენ.
„ოდეონში“ წელს ოცდაათამდე კონკურსანტი ჩაერთო.
„სოფელი“ – ამ თემაზე ფარცხნალში პროზაული და პოეტური ნამუშევრები შეიქმნება.
პლენერში მონაწილე მხატვრებისთის კი თემა შეუზღუდავია.
„ოდეონის“ მონაწილეთა ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან მწერლები – როსტომ ჩხეიძე, ნინო ვახანია, მაია ჯალიაშვილი, ნანა კუცია, ელგუჯა თავბერიძე, ლია კუხიანიძე, ივანე ჯაფარიძე.
იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, „ოდეონის“ გამარჯვებულები 15 ივნისამდე გამოვლინდებიან.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების