შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამას, რომელიც ხარაგაულში ხორციელდება, დადებითად ვაფასებ, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, – მასში ჩართული ადგილობრივი არასამთავრობო თუ სხვა ორგანიზაციები აძლიერებენ თვითმმართველობის დონეზე სერვისის მიწოდებას, რაც ამ პროგრამით მოსარგებლე ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ პროგრამაში ასევე ჩართულები არიან თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამედიცინო კორპუსი და საბოლოო ჯამში, მომსახურებას იღებს ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ყურადღებას.
ხარაგაულის თვითმმართველობა ამ პროგრამას გააგრძელებს. მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიზნით 70 ათასი ლარია გათვალისწინებული, ხოლო შემდგომ პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე ვიფიქრებთ პროექტის ფინანსურ გაზრდასა და გაძლიერებაზე.
შესაძლებელია წელს ამ ბიუჯეტით ყველა ბენეფიციარი ვერ მოვიცვათ, მაგრამ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ვისაც განაცხადი აქვს გაკეთებული და მომლოდინეა, ეს სერვისი მიეწოდოს; ხოლო მომავალში თუ გაიზრდება პოტენციურ ბენეფიციართა რაოდენობა, დაფინანსების გაზრდაზეც ვიზრუნებთ.
მე, როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, შესაძლებლობა მქონდა, რომ თვითმმართველობებისგან სოციალური მომსახურების მიწოდების საუკეთესო გამოცდილებას პორტუგალიაში გავცნობოდი. ლისაბონში ვნახეთ ამ მიმართულებით ხუთასწლოვანი გამოცდილების ორგანიზაციები, რომლებიც არა მხოლოდ შინმოვლის პროგრამას ახორციელებენ, არამედ ცენტრები აქვთ შექმნილი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებს, მათი საჭიროებისდა მიხედვით, კომპლექსურად ემსახურებიან.
ვფიქრობ, ცენტრალიზებული ფორმატის ამდაგვარი გაერთიანებული სერვისები, რომლებიც მომავალში არაერთ მიმართულებაზე იმუშავებს, ხარაგაულშიც იქნება საჭირო. ამიტომ ჩვენ ამ პროექტის გაფართოებაზე ვიფიქრებთ.
ზოგადად, ვგეგმავთ, რომ 2023 წელი „სპეციალური საჭიროების მქონეთა წლად“ გამოვაცხადოთ. გვაქვს მუნიციპალური პროგრამები სპეციალური საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მუნიციპალურ პროგრამებშიც არის მათზე გათვლილი დახმარებების როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი ფორმები, საიდანაც სხვადასხვა სიკეთეებს იღებენ ამ კატეგორიის მოქალაქეები. ვფიქრობთ, რომ ეს ერთიანად დავხვეწოთ, გავაერთიანოთ და ერთი მიწოდების სერვისი უზრუნველვყოთ.
2024 წლიდან შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა მთლიანად თვითმმართველობას უნდა გადმოეცეს. 2023 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილება არც ისე ცოტაა;
2024 წლისთვის კი, საჭიროებიდან გამომდინარე, მზად ვართ, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, გაზრდილი ბიუჯეტი შევადგინოთ და ამ მიმართულებით დაფინანსების წილი გავზარდოთ. ეს პროგრამა ხარაგაულში აუცილებლად იმუშავებს და გაგრძელდება.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე:
„პერსონალური ასისტენტის პროგრამით ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნდა“
ძალიან დროული და მნიშვნელოვანი პროგრამა ხარაგაულისთვის
შინმოვლის პროგრამის თანადაფინანსებისთვის 70 ათასი ლარი გამოიყო
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამის სპეციალისტებისთვის ტრანსპორტირების თანხა აუცილებელია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი