შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამის უშუალო კურატორი ხარაგაულში მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილია. ის ამბობს, რომ ამ პროგრამის განხორციელება მუნიციპალიტეტში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამა ეხება კონკრეტულ სამიზნე ჯგუფს, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს ყურადღებას.
„ამ პროგრამაში ჩართულია ჩვენი მოქალაქეების ისეთი ჯგუფი, რომელთაც სხვადასხვა საჭიროებები გააჩნიათ და ამ გამოწვევების დასაძლევად ფინანსური შესაძლებლობები რომც გააჩნდეთ, ამას ფიზიკურად ვერ შეძლებენ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ეს ეხება მარტოხელა და ხანდაზმულ ადამიანებს, შშმ პირებს. მათთვის ელემენტარული დახმარებაც კი უმნიშვნელოვანესია. ფიზიკური მიხმარება, თუნდაც აფთიაქიდან წამლის მოტანაც კი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ამასთან ერთად, ეს პროექტი ადგილობრივ ხელისუფლებას გვეხმარება ოჯახების საჭიროებების განსაზღვრაში. ამ პროგრამის დაწყებამდე, ჩვენთვის ამ პროექტში ჩართული რამდენიმე ოჯახის კონკრეტული საჭიროებები სრულად ცნობილი არ იყო.
ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, ვთანამშრომლობთ პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან და მხარს ვუჭერთ პროექტის გაგრძელებას. მიგვაჩნია, რომ ამ პროგრამამ ეფექტურად დაიწყო მუშაობა და მასში სხვა მსგავსი საჭიროების მქონე ბენეფიციარებიც უნდა ჩაერთონ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სრულად მოვიცვათ.
ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამას მიმდინარე წელს ადამიანური რესურსით მოეხმარა, ასევე გამოვყავით ფართი. მერის წარმომადგენლები ჩაერთვნენ ბენეფიციარების მოძიებაში, სოციალური სამსახურის დახმარებით შემუშავდა კონკრეტული კრიტერიუმები. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციიდან მოგვივიდა ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც რეკომენდირებული იყო, რომ მუნიციპალიტეტს, თანადაფინანსების სახით, 70 ათასი ლარი გამოეყო. ჩვენ აღნიშნული თანხა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში სრულად გავითვალიწინეთ.
რამდენადაც ინფორმაციას ვფლობ, ეს ამ პროგრამის 2023 წელს გასაგრძელებლად საჭირო თანხის ნახევარია. მთლიანი ბიუჯეტის 50%-ს მომავალ წელსაც დონორი გაიღებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა გაფართოვდეს. ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან ფინანსურ რესურსზე არც მიმდინარე წელს იყო პრობლემა. პროექტი ახალი დაწყებულია. შევხედავთ, როგორ განვითარდება. ვისაც ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების საჭიროება აქვს, რა თქმა უნდა, ყველას უნდა მივეხმაროთ“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე:
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამის სპეციალისტებისთვის ტრანსპორტირების თანხა აუცილებელია
ძალიან დროული და მნიშვნელოვანი პროგრამა ხარაგაულისთვის
„პერსონალური ასისტენტის პროგრამით ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნდა“
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი