ასოციაცია „ანიკა“, ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, აჭარა, გურია, და კახეთი) ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურების განვითარებისთვის“; მათ შორის იმერეთში მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში – ხარაგაულსა და ბაღდათში.
„აღნიშნული პროექტი 2021 წლის დეკემბერში დონორი ორგანიზაციის დახმარებით შევიმუშავეთ, – ამბობს ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, – ასოციაცია „ანიკამ“ რამდენიმე ორგანიზაციას შორის შეარჩია ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს.
მიმდინარე წელს ასოციაცია „ანიკასთან“ ერთად განისაზღვრა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შევაფასეთ და შევარჩიეთ ბენეფიციარები. გადამზადდა პერსონალი. რამდენიმე თემსა და სოფელში პერსონალი, ამ დრომდე, ვერ შეირჩა. იყო შემთხვევა, როცა უკვე შერჩეულმა ადამიანებმა უარი თქვეს საქმიანობის განხორციელებაზე. ამის გამო პროგრამა, ჯერჯერობით, ყველა თემში ვერ ხორციელდება.
მთლიანობაში ეს არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის. აუცილებელია, მოვიცვათ ყველა სოფელი, როგორც ეს პროგრამის დასაწყისში იყო დაგეგმილი.
საჭიროა, ყველა თემში შეირჩეს პერსონალი, რადგან ხარაგაულის მუნიციპალიტეტი იმდენად მთაგორიანია, რომ პერსონალის გადაადგილება ერთი სოფლიდან მეორეში ძალიან რთულია. შინმოვლის პროგრამა გულისხმობს როგორც ავადმყოფის ძირეულ მოვლას, ასევე მის საყოფაცხოვრებო საქმიანობაში დახმარებას.
პროგრამაში ასევე ჩართულები არიან პერსონალური ასისტენტები, რომლებიც შშმ პირს ეხმარებიან საჭიროებების მიხედვით. ეს პროგრამა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ 2024 წლიდან თვითმმართველობებს პერსონალური ასისტენტების მომსახურების ვალდებულება გვემატება და ამ პროექტის დახმარებით, ჩვენ ამ პროცესს მომზადებულები შევხვდებით.
ამ პროგრამაში ბენეფიციარები რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩევა. შეფასების პროცესში გამოიყენება ბართელის კითხვარი, რომლითაც მისი უძლურების ინდექსი გამოითვლება. ასევე ყურადღება ექცევა სოციალურ ფონს და იმასაც, ჰყავს თუ არა ოჯახის წევრები. ამ პროგრამაში ბენეფიციარის ჩართვა სოციალურ ქულაზე დამოკიდებული არ არის. ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.
თამთა გოგოლაძე
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამის სპეციალისტებისთვის ტრანსპორტირების თანხა აუცილებელია
შინმოვლის პროგრამის თანადაფინანსებისთვის 70 ათასი ლარი გამოიყო
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება
„პერსონალური ასისტენტის პროგრამით ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნდა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი