მარიამ ფცქიალაძემ, ნანუკა წიწილაშვილმა, ლუკა ბენდიაშვილმა და გიორგი ლელაძემ უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის 70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს.
ლუკა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულია, მარიამი – ხარაგაულის გიმნაზიის; ნანუკამ ბორის, ხოლო გიორგიმ – ხიდრის საჯარო სკოლა დაამთავრეს.
ლუკა ბენდიაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე ისწავლის.
მარიამ ფცქიალაძე და ნანუკა წიწილაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის პირველკურსელები გახდნენ; გიორგი ლელაძე კი – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი.
ელოდნენ თუ არა ამ შედეგებს, – ამის შესახებ პირველკურსელები გვესაუბრებიან:
„50%-იან გრანტს ველოდი, – ამბობს მარიამი, – ინტერნეტით ჩემს მამიდაშვილებს ვესაუბრებოდი და ერთად ვნახეთ, რომ 70%-იანი დაფინანსება მოვიპოვე. არ ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოვცე ჩემი განცდები, ძალიან გამეხარდა. ამას დაერთო ის, რომ ჩამონათვალში პირველი რომელი ფაკულტეტიც მეწერა, სწორედ იქ მოვხვდი, მთელი დღის განმავლობაში ემოციებს ვერ ვმალავდი. ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ჩემს მშობლებსა და მასწავლებლებს, სულ რომ მამხნევებდნენ; ძალას მმატებდნენ და საკუთარი თავისადმი რწმენას მიძლიერებდნენ“.
„გამოცდების საბოლოო შედეგების გაგებამდე ბევრი ვინერვიულე, – ამბობს ნანუკა წიწილაშვილი, – შედეგები ჩემს და-ძმასთან ერთად ვნახე. კომპიუტერის ეკრანს რომ დავხედე, სიხარულისგან ავკანკალდი. მაღალი ქულები მივიღე და 70%-იანი დაფინანსების მოპოვების დიდი შანსი მქონდა, თუმცა საბოლოო შედეგს მაინც ვერ ვიჯერებდი.
ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ჩემმა ოჯახმა შეიტანა, ჩემი მშობლები დღე და ღამე შრომობენ, რომ ეს შედეგები მიმეღწია. ვფიქრობ, მათი მოლოდინები გავამართლე და მომავალშიც იამაყებენ ჩემით“.
„ჩემს წარმატებას, პირველ რიგში, საკუთარ თავს, მასწავლებლებსა და ოჯახს ვუმადლი, – ამბობს ამბობს გიორგი ლელაძე, – ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ კარგი შედეგისთვის მიმეღწია. გამუდმებით ვმეცადინეობდი და საკუთარ თავს გართობის უფლებას ნაკლებად ვაძლევდი. ჩემი მასწავლებლები და ოჯახის წევრები ხელს მიწყობდნენ, რომ აბიტურიენტობის პერიოდი წარმატებით დამეძლია“.
ნაყოფიერ და ბედნიერ სტუდენტობას, მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ გიორგის, ნანუკასა და მარიამს.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე:
ხარაგაულელი კესო ჩხიკვაძე ილიაუნში 50%-იანი გრანტით ისწავლის
ხარაგაულელი ნინო ავალიშვილი კონსერვატორიის სტუდენტია
გაიცანით მომავალი პოლიტიკოსი – წარჩინებული ხარაგაულელი სტუდენტი ლუკა ბენდიაშვილი
მარიამ ყურაშვილი – ჩემმა დამ მომახარა, „ასპროცენტიანი“ სტუდენტი ხარო
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში