ხარაგაულელი კესო ჩხიკვაძე ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა.
კესოსთვის გასული სასწავლო წელი საინტერესო, რთული და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. ის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX) ამერიკაში, ვაშინგტონის შტატის ქალაქ კირკლენდში სწავლობდა.
ადვილი არ იყო, ამერიკულ სკოლაშიც კარგად ესწავლა, იქაური ცხოვრება კარგად გაეცნო და ამავდროულად, ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებულიყო. ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში საგნების ექსტერნად ჩაბარების შემდეგ ეროვნული გამოცდებიც მალევე დაიწყო.
კესო ახლა ძალიან ბედნიერია, რადგან სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ამერიკაში სკოლა კესო ჩხიკვაძემ უმაღლესი ქულებით დაამთავრა. ამბობს, რომ უზომოდ ჭკვიანი და მონდომებული თანაკლასელები ჰყავდა. მათთან ურთიერთობით მოტივაცია, გამხდარიყო სტუდენტი, კიდევ უფრო განუმტკიცდა.
„სირთულეების დაძლევაში მიზანდასახულობა დამეხმარა, – ამბობს კესო, – დარწმუნებული ვიყავი, რომ სტუდენტი გავხდებოდი და გრანტს მოვიპოვებდი. თუმცა, რაღაც მომენტში, ისიც კი ვიფიქრე, წელს გავსულიყავი თუ არა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ოჯახის წევრები გვერდით დამიდგნენ, გამამხნევეს და სტიმული მომცეს“.
კესო ჩხიკვაძემ ცხრაწლიანი განათლება ბაზალეთის სკოლაში მიიღო. ორი წელი ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდა. კესო „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულია.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„დღეს კიდევ 30 სტუდენტს გავაგებინე, რომ საქართველო ევროპაშია და რუსეთი ოკუპანტია“
ხარაგაულელი კესო ჩხიკვაძე ფლექსის კურსდამთავრებულებთან ერთად ამერიკის ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში