

მოლითის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ყურაშვილი ერთადერთი სტუდენტია ხარაგაულიდან, რომელმაც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა. ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე პირველკურსელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან.
მარიამი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ციფრული მარკეტინგის ფაკულტეტზე ისწავლის.
„30 აგვისტოს დილით შედეგის სანახავად კომპიუტერთან მარტო ვერ მივედი, – ამბობს მარიამ ყურაშვილი, – ჩემმა დამ მომახარა, „ასპროცენტიანი“ სტუდენტი ხარო. მე და ბებომ სიხარულისგან ვიტირეთ.
ჩემი მშობლები სამუშაოდ, დროებით, კვიპროსზე იმყოფებიან. მითხრეს, რომ ჩემით ძალიან ამაყობენ. ბედნიერი ვარ, მათი თანადგომით, ჩემი მიზანდასახულობითა და შრომით სასურველ ფაკულტეტზე რომ ჩავირიცხე.
დარწმუნებული ვარ, მომავალი ოთხი წელი ძალიან შინაარსიანი და ნაყოფიერი იქნება. მინდა, მეორე-მესამე კურსიდან უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების გაცვლით პროგრამებში ჩავერთო. გერმანული ენის შესწავლას ვაპირებ. ციფრული მარკეტინგი მომავლის პროფესიაა და მსურს, საქართველოში მის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო“.
ამავე თემაზე
ხარაგაულელი კესო ჩხიკვაძე ილიაუნში 50%-იანი გრანტით ისწავლის
გიორგი, მარიამი და ნანუკა – 70%-იანი გრანტის მფლობელი პირველკურსელები ხარაგაულიდან
ხარაგაულელი ნინო ავალიშვილი კონსერვატორიის სტუდენტია
გაიცანით მომავალი პოლიტიკოსი – წარჩინებული ხარაგაულელი სტუდენტი ლუკა ბენდიაშვილი
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში