

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 საშუალო სკოლის 200 კურსდამთავრებულიდან 94 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.
მათგან 100%-იანი გრანტი მხოლოდ ერთმა – მოლითის სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ყურაშვილმა მოიპოვა. ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ციფრული მარკეტინგის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
70%-იანი გრანტის მფლობელები არიან – ლუკა ბენდიაშვილი (ხარაგაულის #2 სკოლა), ნუნუკა წიწილაშვილი (ბორის სკოლა), გიორგი ლელაძე – (ხიდრის სკოლა), მარიამ ფცქიალაძე (სასულიერო გიმნაზია).
50%-იანი გრანტი დაიმსახურეს – საბა მესხი, გვანცა ყრუაშვილი (#2 სკოლა), ნინი ვეფხვაძე (ლეღვანი), ლუკა ცისკაძე, ნინო ყიფიანი (მარელისი), ანა გოდიბაძე (კიცხი), თეონა კვინიკაძე (მოლითი), ნიკა კიკნაძე (საღანძილე), მარიამ რიკაძე (ბორითი), მარიამ ბუაჩიძე (ნადაბური), კესო ჩხიკვაძე, გიორგი კვირიკაშვილი (სასულიერო გიმნაზია).
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100 პროცენტიანი გრანტი აიღო, 70%-იანი – 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში