სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისა და აგრო-განათლების გაღრმავების მიზნით საქართველოში აგრარული ოლიმპიადა გაიმართა.
აგროოლიმპიადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა, „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“(ADA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით ჩატარდა.
ფერმერთა კატეგორიაში მეორე ადგილი ხარაგაულში, სოფელ ვარძიაში მცხოვრებმა ფერმერმა საშიკო ხიჯაკაძემ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გასულ, 2021 წელს, ამ ოლიმპიადაში ის პირველ ადგილზე გავიდა.
„აგროოლიმპიადა 2022“-ის გამარჯვებულები დარგების (ფერმერები, აგრონომია, ვეტერინარია, მექანიზაცია, ღვინის ტექნოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე) მიხედვით გამოვლინდნენ. ოლიმპიადაში ასევე სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
„ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია აგაროოლიმპიადაში გამარჯვება, – ამბობს საშიკო ხიჯაკაძე, – წელს მეორე ადგილზე გავედი, ძალიან რთული ტესტები იყო. ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა გამოცდილების მიღებასა და განვითარებაში მეხმარება“.
საშიკო ხიჯაკაძე შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ სტუდენტია. იქ ის შვეიცარიელი სპეციალისტებისგან აგრომექანიზაციას, აგრონომიას, სურსათის უვნებლობას, ბიომეურნეობასა და ბიოპროდუქტების წარმოებას სწავლობს. ამიტომ ის, ძირითადად, დმანისში ცხოვრობს. მან, ვარძიის მსგავსად, დმანისში ღორების ფერმა შექმნა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებასაც აპირებს.
„შვეივარიულ სკოლაში დიდ ცოდნას ვიღებ, – ამბობს საშიკო ხიჯაკაძე, – სექტემბერში ამ სკოლის სტუდენტები ორი კვირით შვეიცარიაში მივდივართ იქაური ფერმერების გამოცდილების გასაზიარებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი, როგორც ფერმერის განვითარებისათვის“.
შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ საშიკო ხიჯაკაძეს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი