
აგრარული სფეროსა და აგრარული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში პირველი აგროოლიმპიადა ჩატარდა.
ფერმერთა კატეგორიაში პირველი ადგილი ხარაგაულში, სოფელ ვარძიაში მცხოვრებმა საშიკო ხიჯაკაძემ დაიკავა.
აგროოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდა. თითოეულ ეტაპზე გამარჯვებულები ტესტირებით გამოვლინდნენ. დარგების სპეციალისტების გარდა (ფერმერები, აგრონომია, ვეტერინარია, მექანიზაცია, ღვინის ტექნოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე) ოლიმპიადაში მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულები სერტიფიკატებითა და პრიზებით ხვალ, 23 ივლისს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაჯილდოვდებიან.
„ეს წარმატება ჩემთვის დიდი სტიმული და ახალი გამოწვევების დასაძლევად წინგადადგმული ნაბიჯია, – ამბობს საშიკო ხიჯაკაძე, – სოფლის მეურნეობაში ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ფერმერის კატეგორიაში 255 ფერმერი ვმონაწილეობდით. მიხარია, რომ ინტერესი სოფლის მეურნეობის მიმართ იზრდება“.
აგროოლიმპიადია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ინიციატივითა და ხელშეწყობით ჩატარდა.
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად
55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის