
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება. 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სკოლებში დარჩენილ ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე ის პირველკლასელები დარეგისტრირდებიან, ვინც ეს I, II და III ეტაპებზე ვერ შეძლეს, ან სურთ რეგისტრაციის ადგილის შეცვლა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მესამე ეტაპის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში 142 პირველკლასელია რეგისტრირებული.
ყველაზე მეტი – 15-15 პირველკლასელი ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიასა და ბორითის საჯარო სკოლაში დარეგისტრირდა. თითო-თითო პირველკლასელია რეგისტრირებული ლეღვანის, სარგვეშის, უბისისა და ბაზალეთის საჯარო სკოლებში.
გასული, 2024-2025 სასწავლო წლისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26 სკოლაში 155 პირველკლასელი იყო დარეგისტრირებული.
ფოტოზე: ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელები, 2024 წლის 15 სექტემბერი
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება. 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სკოლებში დარჩენილ ან წინა […]
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
ხარაგაულის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული