
წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია შპს ,,ენკა“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.
,,ენკა რინიუებზლი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 798 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას გულისხმობს.
კომპანია „ენკას“ დაჯარიმება გარემოსდაცვითი ზედამხევდელობის დეპარტამენტმა მოითხოვა, რადგან კომპანია გარემოს დაცვის მინისტრისგან 2020 წლის 28 თებერვალს გამოცემულ ბრძანებას არ ასრულებდა.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომპანია „ენკას“ წინააღმდეგ 2021 წლის იანვარში შედგა. ინსპექტირების პერიოდისთვის დადასტურდა, რომ ამ კომპანიას არ ჰქონდა ცალკეული დოკუმენტაცია წარდგენილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში“, – ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძე.
მისი თქმით, თუ კომპანია „ენკას“ გონივრულ ვადაში ისევ არ წარადგენს სათანადო დოკუმენტაციას, სამმაგი ოდენობით, ანუ 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ კომპანია „ენკა“ კანონდარღვევით აწარმოებს ჰესის მშენებლობის სამუშაოებს და რიონის ხეობის მცველების პროტესტი არის სამართლიანი, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი დარეჯან სალდაძე, – საგულისხმოა, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებარე კომპანიამ სასამართლოს მიმართ გამოიჩინა უპატივცემულობა. საქმის განხილვისას არც ერთხელ არ გამოცხადდა პროცესზე და არ წარადგინა სასამართლოში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი“.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2020 წლის 16 ოქტომბერს დაათვალიერეს პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ტერიტორია. ინსპექტირების შედეგად დეპარტამენტმა დაადგინა, რომ შპს „ენკა რინიუებზლს“ არ ჰქონდა შესრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული 15 პირობა. თუმცა, სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდა და ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, 4 თვის შემდეგ, „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის საფუძველზე.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
საზოგადოებრივი ორგანიზაციები რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან
ნამახვანჰესის აშენებით 3 500 წლოვანი ქალაქი ჩაიძირება – ზაალ გორგიძე
ხარაგაულელები „რიონის ხეობის მცველების“ მხარდასაჭერად
„ალბათ „ენკამ“ პოლიციის პრივატიზაციაც გააკეთა“ – ვახუშტი მენაბდე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის