
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მწვანე ალტერნატივა რიონის ხეობაში გუშინ, 11 აპრილს, განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.
გუშინ რიონის ხეობაში პოლიციამ დაშალა სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები, რომლებიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით, უხეშად და დაუსაბუთებლად შეიზღუდა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება; უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებმა კი განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები მიიღო, რაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყდეს.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
დაუყოვნებლივ დაუბრუნოს საკუთარი ქმედებები კანონის ჩარჩოებს და უზრუნველყოს რიონის ხეობის მცველების და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, აღადგინოს გადაადგილების თავისუფლება. აქციის მონაწილეებს მიეცეთ სოფელ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა;
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:
გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა რაც საჯარო ინტერესების დაცვასა და პროცესების ადამიანის უფლებების და დემოკრატიულ პრინციპების საფუძველზე წარმართვას გულისხმობს; უარი თქვას ნამახვანიჰესის მშენებლობის გაგრძელების უკანონო, რეპრესიულ ფორმებზე და მიმდინარე პროცესები დააბრუნოს საჯარო, მონაწილეობითი დიალოგის ფორმატში, რასაც არსებული პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ შესაძლებლობად მივიჩნევთ.
მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს:
მათი მანდატისა და მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესების ადამიანის უფლებების ფარგლებში, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით წარმართვისათვის.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ამავე თემაზე
ის, რაც ნამოხვანში ხდება, კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა
ნამახვანჰესის აშენებით 3 500 წლოვანი ქალაქი ჩაიძირება – ზაალ გორგიძე
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა