

„გუმათში, ნამახვანის პროტესტზე რამდენიმე ურთიერდაპირისპირებული ჯგუფი აპირებს მისვლას, – წერს სოციალურ ქსელში ვახუშტი მენაბდე, საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელი, – რიონის ხეობის მცველებმა არაერთგზის მიმართეს პოლიციას. მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოსალოდნელი იყო პროვოკაცია.
პოლიცია კედლის აქეთ არ გადმოდის და თავის რეალურ ფუნქციას – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას – თავს არიდებს.
ამიტომ მცველებმა მიიღეს გადაწყვეტილება და გუმათჰესის ტერიტორია დროებით დატოვეს.
ასეა, როცა პოლიცია „ენკას“ პირად დაცვად არის ქცეული და კომპანიის მიერ მიტაცებულ ტერიტორიას იცავს, მას ნამდვილი ფუნქციის შესრულება არ შეუძლია.
ისევ მცველებმა გამოიჩინეს პასუხისმგებლობა და სახიფათო ადგილს გაეცალნენ. ასეთ პატარ-პატარა ეპიზოდებში ჩანს ჩვენი მთავრობის დამოკიდებულების ბოროტი შედეგები. ამ მოდელში პოლიცია დიდ ფულს იცავს და არა წესრიგს, კერძო ინტერესს და არა – საჯაროს“.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,