
ხარაგაულელები – თამარ მაღლაკელიძე, თამარ სხილაძე, დიტო მანჯავიძე და ლია აბაშიძე წუხელ ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ.
ისინი ამბობენ, რომ რიონის ხეობაში მცხოვრები ადამიანების გვერდით დგომა თითოეული ქართველის მოვალეობაა.
„აქციაზე უკვე მეოთხედ ვიყავი, – ამბობს თამარ მაღლაკელიძე – ვთვლი, რომ ჩვენი მიწა ყველამ ერთად უნდა დავიცვათ. ჰესი აშენდეს თუ არა, ამ საკითხზე სპეციალისტები ამბობენ, რომ მდინარე რიონზე ჰესი საფრთხეს შეუქმნის დასავლეთ საქართველოს.
არ არის გამორიცხული, ხარაგაულშიც შეიქმნას მსგავსი სიტუაცია და დარწმუნებული ვარ, ისინიც გვერდით დაგვიდგებიან.
აქციის მონაწილეებს ძალიან გაეხარდათ, როცა შეიტყვეს, რომ მათ მხარდასაჭერად ხარაგაულიდან ჩავედით“.
თამარ სხილაძემ ქუთაისში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აქციის მონაწილე დედები წვიმაში დაჩოქილები პოლიციელებს ქართული მიწის დაცვას ევედრებოდნენ.
„დაჩოქილი დედები მწკრივში მდგარი ახალგაზრდა პოლიციელებიდან არც ერთმა არ წამოაყენა. ვიფიქრე, რომ უნდა ჩავსულიყავი და ამ დედების მიმართ სოლიდარობა გამომეხატა. ჩვენც დედები ვართ და ეს მიწა-წყალი ჩვენს შვილებს უნდა დავუტოვოთ.
დღისით არ მცალია და ღამით ამიტომ წავედი. ჩვენი ერთხელ ჩავლა რა მოსატანია, აქციის მონაწილეებმა გვითხრეს, რომ 174 ღამეა, იქ დგანან. ისეთი ერთსულოვნება, წუხელ იქ რომ იგრძნობოდა, დიდი ხანია არ მიგრძვნია. ამდენი ხალხის სურვილი და აზრი ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს“, – ამბობს თამარ სხილაძე.
„ქუთაისში საქართველოს მიწის დასაცავად წავედი. გული მტკიოდა, რომ იქ ხალხი დგას და მე აქედან ვერაფერს ვშველოდი, – ამბობს დიტო მანჯავიძე, – ამიტომ წავედი. ნეტავ კიდევ მქონდეს საშუალება, რომ ხშირად ჩავიდე და იმ ხალხის გვერდით დავდგე. ჩვენი წინაპრების სისხლით გაჟღენთილი ქართული მიწა არასოდეს უნდა გაიყიდოს“.
„ნამახვანი ჰესების“ კასკადი რიონზე, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში შენდება. ენერგეტიკის განვითარების ფონდის მონაცემებით, კასკადის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 1496 გგვტ.სთ, საინვესტიციო ღირებულება კი – 750 მლნ აშშ დოლარი. პროექტს კომპანია „ნამახვანი“ ახორციელებს.
იხილეთ ვიდეო ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციიდან
ამავე თემაზე
ის, რაც ნამოხვანში ხდება, კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა – მანანა ქოჩლაძე
საზოგადოებრივი ორგანიზაციები რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან
ნამახვანჰესის აშენებით 3 500 წლოვანი ქალაქი ჩაიძირება – ზაალ გორგიძე
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა