ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, კორონავირუსის პანდემიის გამო, შეწყვეტილია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ოცივე საბავშვო ბაღი 24 ნოემბრიდან, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
რა უნდა გაითვალისწინონ აღსაზრდელთა მშობლებმა დისტანციური სწავლების დროს და როგორ მოხდება აღსაზრდელებისათვის სხვადასხვა აქტივობების შეთავაზება, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების მენეჯერს, თამარ ავალიშვილს მივმართეთ:
– შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უმთავრესი გამოწვევაა, რომ აღსაზრდელები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიღმა არ დარჩნენ, – ამბობს თამარ ავალიშვილი, – ამ ვითარებაში მშობელს განსაკუთრებული როლი ენიჭება. ის აღმზრდელის ფუნქციებსაც ითავსებს.
განათლების სამინისტროდან მოწოდებული პრაქტიკული გზამკვლევი „საბავშვო ბაღები პანდემიის დროს“ საპილოტე ვერსიაა, რომელიც სწავლების პროცესში, ჩვენი ჩართულობით, უფრო დაიხვეწება.
აღნიშნული გზამკვლევი პანდემიის დროს საბავშვო ბაღებში სწავლების კონტაქტურ, ჰიბრიდულ და დისტანციურ მეთოდებს გვთავაზობს.
კონტაქტური მეთოდი, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების დაცვით, აღსაზრდელისა და აღმზრდელის უშუალო ურთიერთობას გულისხმობს.
ჰიბრიდული მეთოდის პირობებში საბავშვო ბაღში აღსაზრდელების ნაწილი დადის. აღმზრდელმა ჰიბრიდული ფორმით სწავლების დროს ის ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღში ვერ დადიან, სწავლის პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩართოს.
შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სწავლების მესამე – დისტანციურ რეჟიმზე გადავედით. ამ მეთოდში ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლებისა და აღმზრდელების ურთიერთობაა. მშობელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ამა თუ იმ აქტივობების შესახებ. აღმზრდელი თითოეულ მათგანს უნდა შეუთანხმდეს, რა დროს შეძლებენ ონლაინ სწავლებაში ბავშვის ჩართვას.
ამ პროცესში გასათვალისწინებელია აღსაზრდელთა სურვილები. ონლაინ სწავლება აღსაზრდელებისათვის დამატებითი სტრესის მომტანი არ უნდა გახდეს. მშობლებთან ერთად აღმზრდელებმა უნდა შეარჩიონ სწავლების ისეთი ფორმა, რომელიც ბავშვებისთვის სახალისო და მისაღები იქნება.
ონლაინ სწავლების დროს, კვირის ყოველ პარასკევს, მშობლებს მომავალ კვირაში შესასწავლი თემის თეორიულ მასალებს მოვაწოდებთ. აღსაზრდელები, მშობლების ჩართულობით, შესწავლილი მასალის თვალსაჩინოებებს შექმნიან.
ონლაინ ჩართვა კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოხდება. პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო ასაკის აღსაზრდელების მეცადინეობებს მიექცევა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს. მათთან ონლაინ მეცადინეობებში სპეცმასწავლებლები ჩაერთვებიან.
თამთა გოგოლაძე
დისტანციურად სწავლების თემაზე ასევე დაგაინტერესებთ:
სკოლამდელებთან დისტანციურად ურთიერთობა რთულია
დისტანციური სწავლების გამოწვევები ხარაგაულის სკოლებში
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება დისტანციურ სწავლებაზე გადადის
ონლაინგაკვეთილს ისე უნდა ველოდეთ, რომ სკოლაში ზარის დარეკვას
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი