

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში სასწავლო პროცესი, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, შეწყვეტილია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ოცივე საბავშვო ბაღი 24 ნოემბრიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
გაერთიანების დირექტორის მამუკა ჭიპაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ონლაინ სწავლებაში ჩაერთვებიან სასკოლო ასაკის აღსაზრდელები.
„დისტანციური სწავლების მთავარი პრობლემა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – მშობლებს ინტერნეტ პაკეტების შეძენა მოუწევთ, რაც თანხებთანაა დაკავშირებული.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებს შევასწავლოთ ის, რაც სკოლაში მისვლამდე უნდა იცოდნენ, მივაწოდოთ იმ ფორმით, როგორც შევძლებთ. დისტანციური სწავლება გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში კოვიდსიტუაცია არ დასტაბილურდება.“
თამთა გოგოლაძე
დისტანციურად სწავლების თემაზე ასევე დაგაინტერესებთ:
სკოლამდელებთან დისტანციურად ურთიერთობა რთულია
დისტანციური სწავლების გამოწვევები ხარაგაულის სკოლებში
დისტანციური სწავლების დროს მშობლის როლი განსაკუთრებულია
ონლაინგაკვეთილს ისე უნდა ველოდეთ, რომ სკოლაში ზარის დარეკვას
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,