

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლები 1 450,0 ათ. ლარით შემცირდა; აქედან, დამატებითი ღირებულების გადასახადი 819,7 ათასი ლარით, ჯარიმებიდან მისაღები შემოსავლები კი 630,3 ათასი ლარით.
ამის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების გათვალისწინებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 950.0 ათასი ლარი გამოეყო. რადგან ხარაგაულის ბიუჯეტს 1 450, 0 ათასი ლარის შემოსავლები აკლდება, 2020 წლის ბიუჯეტი 500,0 ათასი ლარით მცირდება.
137,0 ათასი ლარი მოაკლდება მმართველობის ხარჯებს:
ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები – 213,0 ათასი ლარით მცირდება:
დასუფთავებისა და გარემოს დაცვის ხარჯებიდან – 3,0 ათ. ლარი უპატრონო ცხოველების მოვლას მოაკლდება.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი 66,0 ათ. ლარით მცირდება.
სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ხარჯებს 40,5 ათასი ლარი მოაკლდება; სამუსიკო სკოლისას – 3,0 ათ. ლარი; კულტურისა და ხელოვნების ცენტრს – 34,5 ათ. ლარი; კულტურის ღონისძიებების დაფინანსებას – 3, 0 ათ. ლარი.
ამ საბიუჯეტო ცვლილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს ბიუროს სხდომაზე, ხვალ, 3 სექტემბერს, კი საკრებულოს სხდომაზე განიხილავს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
საბიუჯეტო ორგანიზაციები, დაზოგილი თანხებით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აპირებდნენ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა 2026 წლის 30 სექტემბრისთვის
ამ წუთებში ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის
დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და