კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს.
ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივი ბიუჯეტების სეკვესტრი, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემცირება, 1 476 900 ლარით მოითხოვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან ფინანსთა სამინისტროს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2020 წლის ბიუჯეტს მხოლოდ 406 500 ლარით შეამცირებენ.
დათანხმდება თუ არა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წინადადებას სამინისტრო, ამ დრომდე უცნობია.
„მოლოდინის რეჟიმში ვართ, – ამბობს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო მაღლაკელიძე.
სეკვესტრის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ააიპ-ების ხელმძღვანელებმა აპრილიდან სექტემბრამდე გასამართი ღონისძიებების, მივლინებისა და ტრანსპორტირების ხარჯები შეამცირეს. სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით კი მხოლოდ აუცილებელი ხარჯები დაიტოვეს.
მარტიდან სექტემბრამდე დაზოგილ თანხას ბიუჯეტში რომ არ აბრუნებდნენ, ააიპ-ები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებდნენ.
– 1500 ლარით შენობაში ბუნებრივი აირის ცენტრალური გათბობის დამონტაჟებას დავიწყებდით, – ამბობს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი, – პირველ ეტაპზე გაზიფიცირების პროექტს მაინც შევიძენდით.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი ამბობს, რომ დაზოგილი 30 ათასი ლარით კაპიტალურ რემონტს ჩაატარებდა ქორეოგრაფიული ანსამბლების „უბისისა“ და „მთიელის“ სარეპეტიციო დარბაზებში, პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკაში, შეიძენდა ავეჯსა და სხვა საჭირო ინვენტარს.
– ბიუჯეტში დასაბრუნებელ 60 ათას ლარს ეზოსა და ჯგუფების სათამაშოების შესაძენად გამოვიყენებდით, რამდენიმე საბავშვო ბაღში სველ წერტილებს გავარემონტებდით, ღობეებს გამოვცვლიდით და ეზოებს მოვაწესრიგებდით, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – კვების თანხა სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით გვაქვს, მაგრამ გაზრდილი ფასების პირობებში ჯერ კიდევ არ ვიცით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები გააგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას თუ არა.
კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებულ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის, მივლინების, ტრანსპორტირების ხარჯებიდან 40 ათასი ლარი დაეზოგა ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს. ცენტრის დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი ამ თანხას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სპორტული ინვენტარის შეძენას მოახმარდა.
– სპორტსმენისთვის სპორტული ინვენტარი ზედმეტი არასდროსაა, – ამბობს გრიგოლ ჭიპაშვილი, – მეტად ვიზრუნებდით ტურიზმის მიმართულებით – შევიძენდით კარვებს და სხვა აუცილებელ ინვენტარს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი