კორონავირუსის პანდემიამ ბიზნესიდან ბიუჯეტში შემოსავლები შეამცირა.
ამის გამო ფინანსთა სამინისტრომ ერთი თვის წინ ადგილობრივი ბიუჯეტების სეკვესტრი, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემცირება, 1 476 900 ლარით მოითხოვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან ფინანსთა სამინისტროს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2020 წლის ბიუჯეტს 406 500 ლარით შეამცირებდნენ.
ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჯერად ფინანსთა სამინისტრო ხარაგაულის ბიუჯეტის ნახევარი მილიონი ლარით შემცირებას ითხოვს.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსის, ნინო მაღლაკელიძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში
მმართველობის ხარჯების 137 ათასი ლარის სეკვესტრის შედეგად საკრებულოს ხარჯები 10 ათასი ლარით მცირდება; მერიაში შრომის ანაზღაურება – 50 ათასი ლარით (მერის პირველი მოადგილისა და რამდენიმე სხვა ვაკანსიის ხარჯზე), მერიაში ხარჯები 25 ათასი ლარით მცირდება.
ბიუჯეტის სეკვესტრის გამო ვეღარ შეიძენენ მერისთვის 43 ათას ლარად ღირებულ ავტომანქანას. სეკვესტრში მოჰყა ოთახების გასარემონტებლად განსაზღვრული 7 ათასი ლარი.
ასევე შემცირდა საჯარო მოხელეთა გადამზადებისთვის გამოყოფილი 10 ათასი ლარი.
2 ათასი ლარი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს მოაკლდება, რადგან წვევამდელთა ტრანსპორტირება არ განხორციელებულა და ამ სამსახურს 2020 წელს არც რაიმე შეუძენია.
ინფრასტრუქტურისთვის განსაზღვრული 231 ათასი ლარიდან 70 ათასი ლარი წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის იყო დაგეგმილი, 3 ათასი ლარი – გარე განათებისთვის, მრავალბინიანი კორპუსების კეთილმოწყობისთვის – 60 ათასი ლარი, ანეულაში სარიტუალო სახლის მშენებლობისთვის – 60 ათასი ლარი.
3 ათასი ლარი მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანისთვის განსაზღვრულ თანხას მოაკლდება.
66 ათასი ლარით მცირდება სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი. ეს თანხა მაისსა და ივნისში აღსაზრდელთა კვების, ელექტროენერგიისა და სხვა ხარჯებიდან დაიზოგა.
81 ათასი ლარიდან, რომელიც 2020 წლის ხარაგაულის ბიუჯეტში კულტურის ხარჯებში იყო დაგეგმილი, 40 500 ლარი გაუქმებულ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის, მივლინებისა და ტრანსპორტირების ხარჯებია; ფესტივალებში მონაწილეობისთვის განსზღვრული 3 ათასი ლარი მუსიკალურ სკოლას ჩამოაკლდა, 34 ათასი ლარი კულტურისა და ხელოვნების ცენტრს ჩამოაკლდა, რადგან დაგეგმილი ღონისძიებები არ ჩატარდა. 3 ათასი ლარით შემცირდა მერიის კულტურის სამსახურის ახალგაზრდული პროგრამა. ამ მიმართულებით ბიუჯეტში დაგეგმილი 7 ათასი ლარიდან ექვს თვეში მხოლოდ ათასი ლარია ათვისებული.
სეკვესტრირებული ბიუჯეტის პროექტის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ 2020 წლის ბიუჯეტის ახალ ვარიანტს ხარაგაულის მერია დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი