

დღეს, 8 იანვარს, 2019-202 სასწავლო წლის ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის მეორე ეტაპი დაიწყო.
ამ წუთებში ოლიმპიადის პირველი სესია მათემატიკაში ხარაგაულის #2 სკოლაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოლიმპიადის მეორე ეტაპზე ამ საგანში 6 მოსწავლე გადავიდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ხარაგაულში, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დამკვირვებელი ლალი გველესიანი ამბობს, რომ ხარაგაულში დამკვირვებლად პირველადაა.
„ოლიმპიადის დასაწყებად ყველაფერი მზადაა. ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. ჯერჯერობით მხოლოდ სამი მოსწავლე გამოცხადდა. დღეს მეორე სესია 15 საათზე ბიოლოგიაში გაიმართება“, – ამბობს ლალი გველესიანი.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 12 იანვრამდე გაგრძელდება.
ოლიმპიადის განრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უკვე მეოთხე წელია,
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნიდერლანდებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში
დღეს, 10 სექტემბერს, ხარაგაულში პროექტის