

2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, განსაზღვრა ოლიმპიადის მეორე ტურის ჩასატარებლად გამოყოფილი სკოლები. საგნების მიხედვით ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო და ტესტების მაქსიმალური ქულები. ოლიმპიადა ხარაგაულში #2 საჯარო სკოლაში ჩატარდება.
გთავაზობთ, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ჩატარების განრიგს:
8 იანვარი:
I სესია – მათემატიკა;
II სესია – ბიოლოგია.
9 იანვარი:
I სესია – ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
II სესია – ისტორია.
10 იანვარი:
I სესია – გეოგრაფია;
II სესია – ინგლისური ენა.
11 იანვარი:
I სესია – ქიმია;
II სესია – რუსული ენა.
12 იანვარი:
I სესია – ფიზიკა, ფრანგული ენა;
II სესია – გერმანული ენა.
I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო გამოცდა – 10:00 საათზე;
II სესიაზე რეგისტრაცია იწყება 14:30 საათზე, ხოლო გამოცდა – 15:00 საათზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,