ა/ო „ჩემი იმერეთი“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე), ევროკავშირის მხარდაჭერით, ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს პროექტს „ანტრე, ბატონო, ევროკავშირში!“
პროექტის მიზანია, საინფორმაციო შეხვედრებითა და გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ჩანართით „რატომ ევროკავშირი“ ხელი შევუწყოთ ევროკავშირთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
ამ პროექტის ფარგლებში 21 ნოემბერს შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა. შეხვედრაზე „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს მიერ გარემოს დაცვის კუთხით განსახორციელებელი ვალდებულებები გააცნო.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გარემოს დაცვის კუთხით აღებული ვალდებულების განხილვასა და აღსრულებაში ჩაერთოს, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე, – ასოცირების შეთანხმებით, ევროდირექტივები კანონმდებლობაში უნდა ავსახოთ და ამას კონკრეტული ვადები აქვს. ევროკავშირი, როგორც მეგობარი, გვეხმარება, რომ ჩვენი კანონდებლობა მაქსიმალურად დაიხვეწოს.
წელს შეთანხმების ორი მნიშვნელოვანი თავი ამოქმედდება. ერთი მათგანი სოფლი მეურნეობას, მეორე კი – გარემოს დაცვას ეხება.
მნიშვნელოვანია გარემოს ხარისხისა და დაცვის შენარჩუნება და რეაბილიტაცია. საქართველომ ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში საერთაშორისო ვალდებულებები უნდა დაიცვას. ეს, პირველ რიგში, გარემოზე ზემოქმდების შეფასების დანერგვას, ჰაერის ხარისხისა და წყლის რესურსების დაცვას ეხება.
ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქეს 2024 წლისთვის სუფთა წყალი უნდა მიეწოდებოდეს.
ასოცირების ხელშეკრულებით, ნარჩენების მართვის, გარემოს ქიმიური დაბინძურების შემცირების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ჩაერთოს.
გარემოს დაცვა თითოეული ადამიანის კეთილდღეობას უკავშირდება. ამიტომ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დამოკიდებულებების შეცვლაში გვეხმარება. ჩვენ თავად უნდა მოვიწადინოთ, რომ სუფთა გარემოში ვიცხოვროთ.“
ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე მოწვეულმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და საჯარო მოხელეებმა აღნიშნეს, რომ გარემოს დაცვის საკითხები ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათთვის ბევრ საინტერესო საკითხზე პასუხები მიიღეს.
ზესტაფონში გამართული შეხვედრის შესახებ ვრცელ მასალას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ ვებ-გვერდზე chemikharagauli.com და გაზეთში „ჩემი ხარაგაული.“
P. S. ა/ო „ჩემი იმერეთი“ მადლობას უხდის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს დარბაზის დათმობისთვის.
ნინო კაპანაძე
ნინო ჩხობაძე – გარემოს დაცვაზე ხელისუფლება, საზოგადოება და ბიზნესი თანაბრად პასუხისმგებელია (ვიდეო)
ვახტანგ კობალაძე – საზოგადოება სურსათის უვნებლობას აქტიურად უნდა ითხოვდეს (ვიდეო)
განვითარებული კონკურენცია მეტ არჩევანს ნიშნავს – შეხვედრა ჭიათურაში (ვიდეო)
რას ველი ევროკავშირისგან (ვიდეო)
სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ა/ო „ჩემი იმერეთი“. სტატია, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი