საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე), ევროკავშირის მხარდაჭერით, ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს პროექტს „ანტრე, ბატონო, ევროკავშირში!“
პროექტის მიზანია, საინფორმაციო შეხვედრებითა და გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ჩანართით „რატომ ევროკავშირი“ ხელი შევუწყოთ ევროკავშირთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
ამ პროექტის ფარგლებში 6 ნოემბერს შეხვედრა ჭიათურაში გაიმართა.
ვაჭრობასა და სამართლიან კონკურენციას შორის კავშირი, სახელმწიფო შესყიდვები, სხვა სახის ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი წესები ევროკავშირსა და საქართველოში, – ეს საკითხები ჭიათურაში მცირე მეწარმეებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და საჯარო მოხელეებს შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომიკის დოქტორმა ქეთევან ლაფაჩმა გააცნო.
– ეკონომიკურ პოლიტიკასა და ვაჭრობაზე საუბრისას ძირითადად ექსპორტ-იმპორტის ღონისძიებებს და ქართული კომპანიების ევროპულ ბაზარზე თავისუფლად შესვლის შესაძლებლობებს განვიხილავთ, – აღნიშნა ქეთევან ლაფაჩმა ჭიათურაში შეხვედრაზე, – ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის იხსნება 400 მილიონიანი ბაზარი. ეს შესაძლებლობა საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაბანდების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ევროპას თავის ბაზარზე შემსვლელთა მიმართ მკაცრი კრიტერიუმები აქვს. მათ შორის პროდუქციის ხარისხთან და მის წარმოებასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ამოცანებს უსახავს ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით.
განვითარებული კონკურენცია მეტ არჩევანს ნიშნავს. ერთი და იგივე პროდუქციის მწარმოებლები ცდილობენ, მომხმარებლის კეთილგანწყობა მოიპოვონ ფასით, ხარისხით, სიახლეების დანერგვით.
საქონელგაცვლის პროცესში მომხმარებლის დიქტატი უნდა იყოს, ვინც ფულს იხდის და არა იმისი, ვინც საქონელს გვთავაზობს და გველაპარაკება პრინციპით – თუ არ მოგწონს, მიბრძანდი.
ბიზნეს სუბიექტები აუცილებლად თანაბარ კონკურენტულ გარემოში უნდა საქმიანობდნენ. თუმცა, შესაძლოა, უკვე არსებულმა ბიზნესმა ახალ კონკურენტს პრობლემა შეუქმნას. საფრთხე მოსალოდნელია ხელისუფლების ორგანოებიდანაც. ყველაზე მძიმე დარღვევა კონკურენციის სფეროში კარტერული გარიგებაა. ამ დროს ბიზნესის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ერთსა და იმავე პროდუქციას გარკვეულ თანხაზე ნაკლებად არ გაყიდიან.
წლების წინ ერთ-ერთი რაიონის გამგეობამ განკარგულება გამოსცა, რომ რაიონის ტერიტორიაზე სხვაგან წარმოებული პურპროდუქტები არ გაყიდულიყო. გამგებელმა არ იცოდა, რომ კანონს არღვევდა.
იყო შემთხვევა, როდესაც ავტომფლობელთა ტექდათვალიერების დროს მძღოლებს ერთი კომპანიის დაზღვევის პოლისის შეძენას ავალებდნენ. ეს კონკურენციას ზღუდავს, რადგან ბაზარზე რამდენიმე დამზღვევია.
კონკურენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვები გამჭვირვალე იყოს. ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარღვევაა ტენდერებში მონაწილეთა შეთანხმებული ქმედებები ან ერთი და იგივე კომპანიის მონაწილეობა სხვადასხვა სახელით.
ევროკავშირში ბაზარზე საქონლის, მომსახურების, ინვესტიციებისა და ადამიანების თავისუფლად გადაადგილების პრინციპები მოქმედებს.
საზოგადოების გათვიცნობიერებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვაჭრობისა და კონკურენციის საკითხებზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ანტიკონკურენციული ქმედებებით ჩვენ შეიძლება დაგვეკარგოს ის სარგებელი, რასაც ევროკავშირთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) გვთავაზობს. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ საქართველოს ჯანსაღი კონკურენციული პოლიტიკისთვის შესაბამისი კანონი და აღმასრულებელი ინსტიტუტები ჰქონდეს.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კონკურენციული პოლიტიკა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი კანონი არ არის. ყველაზე დიდი როლი ენიჭება კანონის აღსრულებას, პროცედურულ გამჭვირვალობასა და მეწარმეებისთვის გასაჩივრების შესალებლობას.
დიდი მნიშვნელობა აქვს მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას. საზოგადოება უნდა იბრძოდეს კანონით მონიჭებული უფლებების დასაცავად. ნებისმიერი ბიზნესოპერატორის წარმატება მომხმარებლის კეთილგანწყობაზე გადის. მომხმარებლის კეთილგანწყობაზე ზრუნვა კი სახელმწიფო დონეზე მისი არჩევანის თავისუფლებით მიიღწევა.
ჭიათურაში გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეებმა „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ კონკურენციის წესების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. მოქალაქეების აზრით, უფრო ეფექტური იქნება, თუ ევროკავშირთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიღებული კანონების აღსრულებაზე მონიტორინგს ევროკავშირი სისტემატურად განახორციელებს.
ნინო კაპანაძე
თამთა გოგოლაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ნინო ჩხობაძე – გარემოს დაცვაზე ხელისუფლება, საზოგადოება და ბიზნესი თანაბრად პასუხისმგებელია (ვიდეო)
ვახტანგ კობალაძე – საზოგადოება სურსათის უვნებლობას აქტიურად უნდა ითხოვდეს (ვიდეო)
სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ა/ო „ჩემი იმერეთი“. სტატია, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი