სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში მუნიციპალური თამაშები  გაიმართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ სკოლა-გიმნაზიის, ხარაგაულის №2, ხარაგაულის №3, ბორის, მარელისის, ღორეშისა და ხევის საჯარო სკოლების 2010-2012 წლებში დაბადებული მოსწავლეთა გუნდები.

პირველ ადგილებზე გავიდნენ და რეგიონულ ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს:

მძლეოსნობა – ამანათრბენი – ხევის საჯარო სკოლის გოგონათა და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ვაჟ მოსწავლეთა გუნდებმა (სპორტის მასწავლებლები – სოსო ხაჩიძე, უჩა ცხადაძე);

ფრენბურთი – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გოგონათა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები (სპორტის მასწავლებლები – უჩა ცხადაძე, რევაზ შერგელაშვილი).

წარმატებებს ვუსურვებთ გამარჯვებულ გუნდებს რეგიონულ ტურში.

სასკოლო სპორტული ოლიპიადის რაიონული ტური ნოემბერში უნდა დასრულდეს. 2027 წლის გაზაფხულზე კი ამ ოლიმპიადის რეგიონული ტური ჩატარდება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოში 2014 წლიდან ტარდება.