

„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის ჟურნალისტურმა ნამუშევრებმა კონკურსში – „მზე-რა“ გაიმარჯვა.
ჟურნალისტებისთვის ეს კონკურსი ორგანიზაციამ -„ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის – აღმოსავლეთით III ფაზა“ – ფარგლებში გამოაცხადა.
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების მიერ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და განახლებადი ენერგიების მნიშვნელობაზე მომზადებულმა ნამუშევრებმა მეოთხე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.
ამ კონკურსში საპრიზო ადგილები მოიპოვეს ჟურნალისტებმა:
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების მიერ კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრებია:
გარემოს დაბინძურება თუ გავაგრძელეთ, აღარც ეს ჰაერი გვექნება – ლია რამინიშვილი
მზის ელექტროსადგურები ხარაგაულში, კლიმატის ცვლილების შესარბილებლად
კონკურსის დაჯილდოების ცერემონია „ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის – EUSEW-2023“-ს ფარგლებში თბილისში, „წიგნის სახლი ბახტრიონზე“, გაიმართა.
ამავე პროექტის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ლიტერატურული კონკურსის – „ლილე 2026“ გამარჯვებულები:
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების