რას მოგვიტანს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რას ველოდებით ევროკავშირთან ურთიერთობით, – ამ საკითხზე ხარაგაულელი და ზესტაფონელი მოქალაქეები გამოვკითხეთ.
ქეთევან შარიქაძე: -ევროკავშირთან გაფორმებულმა ასოცირების ხელშეკრულებამ ნათელი გახადა, თუ რა სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანაც ევროპის ქვეყნების მსგავსად განვითარდეს. ევროკავშირისგან ველი, რომ გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რეფორმების განხორციელებისას დაგვიდგებიან გვერდით მატერიალური, ადამიანური თუ ფინანსური რესურსებით. მაგალითად, ჯანმრთელი მოსახლეობა რომ გვყავდეს, აუცილებელია ვიზრუნოთ გარემოს დაცვაზე, ნარჩენების მართვასა და სურსათის უვნებლობაზე.
ეთერი ლომსაძე: -ევროკავშირი მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია. რატომ შეიქმნა ევროკავშირი, რა იყო მიზანი? 1951 წლის 18 აპრილს პარიზში ქვანახშირის მომპოვებელმა და ლითონის მწარმოებელმა ექვსმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და ეკონომიკური გაერთიანება შექმნეს იმიტომ, რომ მშვიდობა და ეკონომიკური სტაბილურობა დამყარებულიყო. ჩვენ უძველესი ცივილიზაციის მქონე იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხი ვართ. არ უნდა გვჭირდებოდეს დღეს იმაზე საუბარი, უნდა ვიყოთ თუ არ ევროკავშირის წევრი, რადგან ჩვენგან იწყება ევროპული ცივილიზაცია.
გიორგი ნებიერიძე: -ევროკავშირისგან, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ველი პროგრესს. როგორც საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენელი, ველოდები ისეთი პროექტების განხორციელებას, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სივრცე ევროპასთან ინტეგრირდეს. მთელი რიგი რეგულაციები არსებობს ევროპაში, რომელიც მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს. ქართველი და ევროპელი ბავშვების ფსიქოლოგია განსხვავდება ერთმანეთისგან. მინდა, ოქროს შუალედი დავიჭიროთ და ევროპული და ქართული განათლება ისე შეერწყას ერთმანეთთან, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის.
დოდო ხაჩიძე: -ევროკავშირი ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდება. თავისუფლება უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ეს არის არჩევანი, როგორც ღმერთი გაძლევს – კეთილი გზით იარო თუ ბოროტი გზით. ევროპაში კარგად ხედავ განსხვავებას ცუდსა და კარგს შორის. შეზღუდვას მე ყოველთვის მირჩევნია თავისუფლება, როცა ხედავ ყველა გზას და გაქვს არჩევანის შესაძლებლობა. მინდა ჩვენი ახალგაზრდები, ჩემი მოსწავლეები, ჩემი შვილები, თავისუფალი იდეებით გაიზარდონ და კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა შეძლონ.
გოჩა კვინიკაძე: -ევროკავშირისგან, პირველ რიგში, სტაბილურობას, კეთილდღეობას და მშვიდობას ველოდები. დღეს ევროკავშირში შესვლა ყველა ქართველის ოცნებაა. ჩემმა თაობამ საბჭოთა კავშირის რეჟიმი გამოიარა და რასაც „კავშირი“ ჰქვია, მის მიმართ გარკვეული სიძულვილიც დაგვრჩა. თუმცა, ეს ევროკავშირს არ ეხება. ახალგაზრდებისთვის ევროკავშირი განვითარების მეტი შესაძლებლობაა. უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, ჩემი თაობა თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოეწრება.
ლიკა სვანიძე-დევდარიანი: -ევროკავშირისგან ველოდები, რომ ვიცხოვრებ სამართლიან და თავისუფალ გარემოში. მინდა, ამაღლდეს განათლების ხარისხი და ადამიანების პროფესიონალიზმი, გაიზარდოს ხელფასები და პენსიები. მინდა, შენარჩუნდეს ქართული ენა და კულტურა; საქართველო განვითარდეს ისე, როგორც ევროპული ქვეყნები და განმტკიცდეს მშვიდობა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი