

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულია ბორის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ფერიდე ბერაძე.
პროგრამის ფარგლებში ფერიდე ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლის ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებს ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად.
„ფერიდე გასულ წელსაც მონაწილეობდა ამ პროგრამაში. სამი ტური წარმატებით დაძლია, – გვიამბობს ბორის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე, – ძალიან გახარებულები ვართ, რომ წელს მიზანს მიაღწია და ამ ზაფხულს ერთი წლით გაემგზავრება ამერიკაში 80 ქართველ მოსწავლესთან ერთად. უკვე დაიწყო საბუთების მოგროვება. ყველა ხარჯს და ფერიდეს ამერიკაში ცხოვრებას ამერიკული მხარე დააფინანსებს. ერთი წლის შემდეგ დაბრუნდება და პროგრამის თანახმად, აქ განახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს.“
„პასუხს აპრილში ველოდი, – გვიამბობს ფერიდე ბერაძე, – იმდენად მოულოდნელი იყო ეს ფაქტი, რომ სიხარულისგან აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. დეტალები ზუსტდება, თუ რომელ შტატში ვისწავლი.“
წარმატებებს ვუსურვებთ ფერიდე ბერაძეს.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი