უკვე ერთი თვეა, რაც სრულიად განსხვავებული ცხოვრება დავიწყე, – წერს სოციალურ ქსელში მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ხარაგაულელი მონაწილე ფერიდე ბერაძე, –
ალბათ ყველას გაინტერესებთ, რა ხდება ჩემს თავს, როგორ ვარ, როგორი ოჯახი მყავს, სკოლა როგორ მომწონს და ა.შ. ამ ყველაფერზე დავწერ, ოღონდ პერიოდულად.
ფერიდე, როგორც FLEX -ის პროგრამის გამარჯვებული, ლუიზიანას შტატის ქალაქ ბოუშორსიტში ერთი აკადემიური წლის მანძილზე ისწავლის და ამერიკულ ოჯახში იცხოვრებს.
– დავიწყებ იმით, რომ ჩამოსვლის დღიდანვე მასპინძელმა მშობლებმა ისე მიმიღეს, როგორც საკუთარი შვილი, – წერს ფერიდე, – არაფერს მაკლებენ და არაფერი ენანებათ ჩემთვის. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ კარგ ოჯახში მოვხვდი.
ამერიკაში რომ ჩამოვედი, რა თქმა უნდა, მქონდა ცოტა „უთანხმოება“ აქცენტთან და ძალიან ვძაბავდი ყურადღებას, რომ რასაც მეუბნებოდნენ, სწორად გამეგო. თუმცა, მასპინძელმა დედამ ჩამოსვლისთანავე ყველა გააფრთხილა, რომ ნელა ესაუბრათ, რომ ადვილად გამეგო.
ვცდილობ, სულ ვილაპარაკო და არ მეშინია შეცდომების იმიტომ, რომ ამ შეცდომებზე ვსწავლობ. უკვე წინსვლას ვამჩნევ. თითქოს ალღო ავუღე, უფრო გამიმარტივდა აქცენტის გაგება და უფრო თავისუფლადაც ვსაუბრობ.
მე და მასპინძელი დედა ძალიან დავმეგობრდით და თითქმის სულ ერთად ვართ. მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ძალიან მიყვარს მასთან ერთად უამრავი ახალი თუ ძველი ფილმის ყურება დიდ ტელევიზორში, ყოველ საღამოს ველოსიპედებით სეირნობა+მუსიკის მოსმენა და განტვირთვა; ჩინურ და მექსიკურ რესტორნებში სიარული და ახალ-ახალი კერძების დაგემოვნება; უამრავი დაგეგმილი თუ განხორციელებული მოგზაურობა სხვადასხვა შტატებში, ოჯახური შეკრებები და მანქანაში ბოლო ხმაზე სიმღერა დასთან და დისშვილთან ერთად (37 წლის და მყავს და 14 წლის დისშვილი).
ორი ოჯახი მყავს. არც ერთი არ ამირჩევია, თუმცა ღმერთმა საუკეთესო ხალხი მარგუნა; ადამიანები, ვინც ზრუნავენ ჩემზე, ვის გვერდითაც დაცულად ვგრძნობ თავს, ვისგანაც კარგის მეტი არაფერი მახსოვს, ვისაც ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ.
რა თქმა უნდა, უკვე ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი საქართველოში. ჩემი პატარა ძმა ნელ-ნელა სწავლობს სიარულს და მე მაქსიმალურად ვცდილობ, მის თითოეულ ნაბიჯს ინტერნეტით ვადევნო თვალი. თან გული მწყდება, რომ მისი პირველი ნაბიჯებისა და პირველი სიტყვების წარმოთქმისას მის გვერდით არ ვიქნები.
ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ აფასებენ ერთმანეთს ჩემი ორივე ოჯახი. ამერიკული ოჯახი გიჟდება ქართულზე და პირიქით.
P.S. მიყვარხართ და მენატრებით.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი