მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებული, ბორის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი ფერიდე ბერაძე ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროგრამის შესახებ ესაუბრა.
პროგრამის ფარგლებში ფერიდე ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლის ამერიკულ სკოლაში და ამერიკელ მასპინძელ ოჯახში იცხოვრებს.
ფერიდემ საკმაოდ რთული, სამეტაპიანი კონკურსი გადალახა. ინგლისური ენის ფლობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი პიროვნული თვისებების წარმოჩენა. ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად შეუძლია კონკურსანტს რთულ სიტუაციებში გამოსავლის პოვნა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა 23 წელია არსებობს და ამერიკის კულტურისა და განათლების ბიუროს მიერ ფინანსდება. ამ წლების განმავლობაში პროგრამაში 23 ათასამდე ახალგაზრდა ჩაერთო. პროგრამის მიზანია ამერიკელი და ევრაზიელი ახალგაზრდების დაახლოებაა.
ფერიდე ბერაძემ ტესტირება და გასაუბრება წარმატებით დაძლია. კონკურსის პირველი ტური ყოველწლიურად სექტემბერში ტარდება. ინგლისურ ენაში ტესტირება კონკურსანტებმა 15 წუთში უნდა დაძლიონ. ფერიდემ დავალება ათ წუთში შეასრულა. მეორე ტურში 2-3 თემა უნდა დაეწერა. შემდეგია ინტერვიუ – გასაუბრება.
გასულ წელს პირველ ტურში 4 500 მოსწავლე ჩაერთო. ამერიკაში 80 მათგანი მიემგზავრება.
ფერიდე ბერაძე ლუიზიანას შტატის ქალაქ ბოუშორ სიტში იცხოვრებს. მისი მასპინძელი ოჯახიც კონკურსით შეირჩა. ამერიკულ მასპინძელ ოჯახში ცოლ-ქმარი ცხოვრობს. გათხოვილი ქალიშვილი ჰყავთ და ხელახლა სურთ, მშობლობა გამოცადონ. ფერიდეს ამერიკაში მასპინძელი ოჯახის ახლობლებიც ელოდებიან.
ამერიკაში ჩასული ახალგაზრდები ვალდებულნი არიან, რომ საკუთარი ქვეყნის შესახებ 2-3 პრეზენტაცია მოაწყონ.
„ამერიკაში ჩვენი ქვეყნის ელჩებად მიგვიჩნევენ, – ამბობს ფერიდე, – ამერიკელები საქართველოს ისე აღიქვამენ, როგორც მე მოვიქცევი, მე უნდა შევუქმნა მათ შთაბეჭდილება საქართველოსა და, რა თქმა უნდა, ხარაგაულზე. ამიტომ პროგრამის მონაწილეებს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია.“
ფერიდე პროგრამაში ჩართვის მსურველ თანატოლებს ურჩევს, რომ მთავარია იყონ გულწრფელები და პოზიტიურები.
შეხვედრაზე მყოფმა ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ბეკოშვილმა აღნიშნა, რომ ფერიდე ბერაძესგან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღო. მარიამი ამბობს, რომ მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში ჩასართავად აუცილებლად ცდის ბედს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი