ხარაგაულში ტრადიციული ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული 2026“ 16 აპრილს ინტელექტუალური თამაშით – „რა? სად? როდის?“ დაიწყო.

ინტელექტუალურ თამაშში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 17 სკოლა ჩაერთო.

მათგან ყველაზე მეტ შეკითხვას ზუსტად ბორითის საჯარო სკოლის გუნდმა უპასუხა. თანაბარი ქულები მოიპოვეს კიცხისა და მოლითის სკოლების გუნდებმა. ვინაიდან ფინალში ორმა გუნდმა უნდა ითამაშოს, მეორე ფინალისტის გამოსავლენად, თამაშის წამყვანს, მამუკა ჭიპაშვილს, დამატებითი შეკითხვის დასმა დასჭირდა.

ფინალში, რომელიც 20 აპრილს, 15:00 საათზე ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება, ბორითისა და კიცხის საჯარო სკოლების გუნდები იასპარეზებენ.

გთავაზობთ ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული – 2026“ პროგრამას:

20 აპრილი
12:00 -16:00 სთ
– ხატვის კონკურსი „გაზაფხულის ფერები“ (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით) – გაიმართება მოსწავლეთა სახლის დარბაზში;
15:00 – ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის“? მოსწავლეთა შორის – ფინალი (გაიმართება ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში);

21 აპრილი
12:00 – სამაგიდო თამაშები (ჭადრაკი, ნარდი, შაში) – გაიმართრება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში – კულტურის სამსახურის ორგანიზებით;
13:00-15:00 – შემეცნებითი პროექტი „წიგნების სამყარო“, შესარჩევი ტური, გაიმართება ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში;
15:00 – შემეცნებითი პროექტი „წიგნების სამყარო“ (ფინალი), გაიმართება ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში;

22 აპრილი

10:00 –15:00 – „სათავგადასავლო ტურ-თამაშები“, – გაიმართება ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში, ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით;

23 აპრილი
15:00 ფოტო-კონკურსის „გაზაფხულის იმერეთის“ გამარჯვებულების გამოფენა-დაჯილდოება (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი);
13:00-15:00 – პროექტ „წარმატების გასაღების“ ფარგლებში ახალგაზრდების შეხვედრა წარმატებულ ხარაგაულელებთან (ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანება. პროექტი განხორციელდება ხარაგაულის რამდენიმე ბიბლიოთეკის განყოფილებაში);

24 აპრილი
10:00-15:00 – ჩემპიონატი მკლავჭიდში (ბიჭები, გოგონები) (სპორტის სამსახური);
10:00-17:00 – ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ მოსწავლეებისათვის (ლიტერატურული თეატრი);

25-26 აპრილი
09:00 – ლაშქრობა-ტური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში;
15:00-18:00 – „სათავგადასავლო ტურ-თამაშების“ ფინალი (ტურიზმის სამსახური);

 27 აპრილი
12:00-13:00 – ველო-ტური (ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური);
15:00 – პრეზენტაცია ახალგაზრდებისთვის „თანამედროვე პროგრამები და ტექნოლოგიები“ (ინოვაციების ცენტრი);

28 აპრილი
14:00 – ლიტერატურული კონკურსი მხატვრულ კითხვაში (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი);
17:00 – მოსწავლეთა იუმორისტული ფესტივალი „სასკოლო ლიგა“ (კულტურის ცენტრი)

29 აპრილი
12:00-13:00 მარათონი (დევების მონუმენტიდან სპორტის დარბაზამდე) (სპორტის სამსახური);

30 აპრილი
18:00 – ანსამბლ „ხარაგაულის კვარტეტის“ კონცერტი;

1 მაისი
20:00 – ახალგაზრდული დისკოთეკა კულტურისა და დასვენების პარკში. ფესტივალის დახურვა.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხარაგაულის კულტურის, ხელოვნების და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი; ხარაგაულის სპორტის ცენტრი, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტელეფონზე – 577 62 02 80 (მამუკა ჭიპაშვილი).

ფესტივალის გახსნის ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ სოციალურ ქსელში.