

დღეს, 29 აპრილს, ფესტივალის – „გაზაფხულის ხარაგაული 2026“-ის ფარგლებში, ხარაგაულში მარათონი გაიმართა სირბილში „სპორტის ცენტრის“ (დირექტორი რევაზ შერგელაშვილი) ორგანიზებით.
მარათონში მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 34 მოსწავლე ჩაერთო. მათ გაირბინეს მანძილი „დევების სკვერიდან“ სპორტსკოლამდე.
პირველი ადგილი მოიპოვა საბა ფცქიალაძემ (მარელისის საჯარო სკოლა);
მეორე ადგილზე გავიდა დავით კურტანიძე (ღორეშის საჯარო სკოლა);
მესამე ადგილი მოიპოვა თაზო ხაჩიძემ (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა).
ვულოცავთ მარათონის გამარჯვებულებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ 16 აპრილს დაიწყო და პირველ მაისს დასრულდება.
მარათონის ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ სოციალურ ქსელში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო
ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება ოთხშაბათს, 11 ნოემბერს,
4 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიამ წარადგენა „2026 წლის გაფართოების პაკეტი“.