

დღეს, პირველ მაისს, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსის, – „ოდეონის“ გამარჯვებულები დასახელდნენ.
ეს ლიტერატურული კონკურსი ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული 2026“ ფარგლებში გაიმართა ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ორგანიზებით.
„ოდეონში“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი შვიდი სკოლის 17 მოსწავლე მონაწილეობდა. „ბზარი“ – ამ თემაზე ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნაწარმოებები ჟიურიმ შეაფასა.
პირველი ადგილი მოიპოვა ნია თხელიძემ (ლაშის საჯარო სკოლა);
მეორე ადგილი – ნათია კვინიკაძემ (ლაშის საჯარო სკოლა);
მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ – თაზო ხაჩიძე და გიორგი მდივნიშვილი (ხარაგაულის #2 სკოლა, სკოლა-გიმნაზია);
ჟიურის სიმპატიის პრიზი დაიმსახურა მარიამ ჭყოიძემ (მარელისის საჯარო სკოლა).
ვულოცავთ გამარჯვებულებს ამ წარმატებას და შემდგომ წინსვლას ვუსურვებთ.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ – ლინა ბარათაშვილი, მამუკა ჭიპაშვილი, მარინე ვეფხვაძე, მარინე ხვედელიძე, სპარტაკ ლაცაბიძე, ვალერი გოგნაძე.
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ მეჩვიდმეტედ ჩატარდა.
ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული 2026“ 16 აპრილს დაიწყო და დღეს, პირველ მაისს, ამ ლიტერატული კონკურსის დაჯილდოებით დასრულდა.
„ოდეონის“ დაჯილდოების ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ სოციალურ ქსელში.
ფოტოზე: „ოდეონის“ გამარჯვებულები ჟიურის თავმჯდომარე ლინა ბარათაშვილთან ერთად
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო
ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება ოთხშაბათს, 11 ნოემბერს,
4 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიამ წარადგენა „2026 წლის გაფართოების პაკეტი“.