

ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული – 2026“-ის ფარგლებში ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში სათავგადასავლო ტურ-თამაშები გაიმართა. ღონისძიებაში ხარაგაულის #2, ვერტყვიჭალის, მოლითის, მარელისის, ბორის, ბაზალეთის, წიფის, კიცხისა და ზვარის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
პირველი ადგილი ზვარის საჯარო სკოლის გუნდმა (პედაგოგი ცისია ლაცაბიძე) დაიკავა, მეორე ადგილი – მარელისის საჯარო სკოლის გუნდმა (პედაგოგი გიორგი მაქაძე), ხოლო მესამე ადგილზე წიფის საჯარო სკოლის გუნდი (პედაგოგი გოჩა კვინიკაძე) გავიდა.
„ტურ-თამაშების ფინალური ტური 25-26 აპრილს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში უნდა გამართულიყო, – ამბობს კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – თუმცა უამინდობის გამო ფინალური ტური აღარ გაიმართება. მაისის შუა რიცხვებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ორ დღიანი ლაშქრობა-ტური გაიმართება, დღევანდელ თამაშში გამარჯვებული სკოლის გუნდებისთვის. სურვილის შემთხვევაში, ამ ლაშქრობაში მონაწილეობის შესაძლებლობა სხვა მონაწილეებსაც შეეძლებათ“.
ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული 2026“ 16 აპრილს დაიწყო.
ტურ-თამაშების ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ სოციალურ ქსელში.
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა