

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ მიმდინარეობს ახალგაზრდებისთვის.
კონკურსი ფესტივალის – „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის (ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე) ორგანიზებით ტარდება. მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 7 სკოლის 17 მოსწავლე მონაწილეობს.
მოსწავლეებმა მხატვრული ნაწარმოებები უნდა შექმნან თემაზე „ბზარი“. მათ ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
ლინა ბარათაშვილი – ჟიურის თავმჯდომარე;
მამუკა ჭიპაშვილი;
მარინე ვეფხვაძე;
მარინე ხვედელიძე;
სპარტაკ ლაცაბიძე;
ვალერი გოგნაძე.
ამ ლიტერატურული კონკურსის შედეგები 4 მაისს გახდება ცნობილი.
„ოდეონი“ წელს მეჩვიდმეტედ ტარდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო
ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება ოთხშაბათს, 11 ნოემბერს,
4 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიამ წარადგენა „2026 წლის გაფართოების პაკეტი“.